x
image
worldsport.ge
დეშამის გუნდს ძალა პირველ ტაიმზე ეყო

imageსაფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში წაგების (0:3) შემდეგ განაცხადა, რომ მის შეგირდებს სათამაშოდ ძალა მხოლოდ ერთი ტაიმისთვის ეყოთ.
“შესვენების შემდეგ გუნდი მოედანზე თითქმის ძალაგამოცლილი გავიდა. ამან შეცდომები გამოიწვია, მათ შორის ჩემი მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთი კარგად მხოლოდ პირველ ტაიმში მოქმედებდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ დადებითი შედეგის მისაღწევად. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გვსურს, მოედანზე 90 წუთის განმავლობაში მუშაობა უნდა ვისწავლოთ”, – იუწყება დეშამის სიტყვებს ფრანგული გამოცემა L’Equipe.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0