x
image
worldsport.ge
პსჟ ჰიდინკს ელაპარაკა

imageმახაჩყალის “ანჟის” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა მომავალი სეზონიდან შესაძლოა ფრანგული პსჟ ჩაიბაროს.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის შემცვლელს ეძებს, რომელიც სამწვრთნელო კარიერას დიდი ალბათობით მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. CNN-isa da La Gazzetta dello Sport-ის კორესპონდენტმა ტანკრედი პალმერიმ საკუთარ თვითერზე დაწერა, რომ ფრანგული კლუბის წარმომადგენლები 66 წლის სპეციალისტს შეხვდნენ და მასთან მომავალ თანამშრომლობაზე მოლაპარაკება გამართეს.
თავად ჰიდინკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ცოტა ხნის წინ ის იმასაც ამბობდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებს.


www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0