x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სტუდენტების ჩართულობის კვლევა არასაუნივერსიტეტო აქტივობებში
პრობლემის ჩამოყალიბება:

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა სოციალისტების“ მეოხებით ჩატარდა რეგიონული მასშტაბის კვლევასტუდენტების ცოდნის შესაფასებლად „ახალგაზრდულ პოლიტიკასთან“ დაკავშირებით. კვლევის მიზანი იყო გამოეაშკარავებინა ახალგაზრდების დამოკიდებულება საზოგადოებრივი აქტივობების მიმართ და გაერკვია რა იწვევს სტუდენტების ინერტულობას. ასევე დაგვაინტერესა იღებენ თუ არა სტუდენტები მონაწილეობას სწავლის გარე ჩატარებულ აქტივობებში და არიან თუ არა ისინი საკმარისად ინფორმირებულები. გვაინტერესებდა როგორია რეგიონსა და დედაქალაქში საზოგადოებრივ საქმეებში სტუდენტების ჩართვის ტენდენცია და რა განსხვავება იყო მათ შორის. ჩვენ მოვისმინეთ სტუდენტთა რეკომენდაციები და გთავაზობთ კვლევის ანგარიშს.


კვლევის ობიექტი:

გენერალურ ერთობლიობაში ანუ პოპულაციაში გავაერთიანეთ საქართველოში მცხოვრები 17- 25 წლის ასაკის სტუდენტი ახალგაზრდობა. შერჩევის ერთობლიობად ავირჩიეთ ქ. ქუთაისის „აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის“, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და „ილიას სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ახალგაზრდები.


გამოკვლევის დროს ჩატარებული ამოცანები გახლდათ:
ლიტერატურის გაცნობა.


მასალის მოძიება.

კვლევის ინსტრუმენტის შექმნა. (ავირჩიეთ თვითადმინისტრირებული ანკეტირება).

გავაკეთეთ ონლაინ გამოკითხვა და ჯგუფირი ანკეტირება.

განვსაზღვრეთ კვლევის მეთოდოლოგია. (ავირჩიეთ რაოდენობრივი სოციალური კვლევა).



ანალიზი:
აღმოჩნდა, რომ რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 52% თვლის, რომ არანაირ ინფორმაცია არ ფლობს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, მაშინ როდესაც დედაქალაქში გამოკითხულთა მხოლოდ 13% ემხრობა იმავე პოზიციას. მათი (დედაქალაქში გამოკითხული ახალგაზრდები) 58% თვლს, რომ ნაწილობრივ არიან ინფორმირებულნი.

რეგიონში გამოკითხულთა 91% ემხრობა მოსაზრებას რომ ახალგაზრდული პოლიტიკის გააქტიურება დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ისინიც კი, ვინც ინფორმირებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით თვლიან, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა კარგ შედეგებს მოიტანს. დედაქალაქში მხოლოდ 78% იზიარებს ასეთი პოლიტიკის გატარებას და თავს ნაკლებად კომპეტენტურად თვლის.

ქ. ქუთაისის „აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის“ გამოკითხული სტუდენტების 68%–ს მიაჩნია რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ახალგაზრდული პროექტების ორგანიზებასა და დაგეგმვაში, თუმცა აქამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონია, ხოლო თბილისში გამოკითხულ ახალგაზრდათა 47% ფიქრობს ასე. მათ შორის 38% მიაჩნია რომ აქამდეც აქტიურად ერთვებოდა ასეთი პროექტების ორგანიზებაში.

მწირი სტუდენტური აქტივობა რომ რეგიონული პრობლემაა რეგიონში გამოკითხუთა 58%–ში იწვევს დადებით უკუკავშირს. დედაქალაქში 60% ეთანხმება ამ მოსაზრებას.

„ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის“ სტუდენტების უმრავლესობა კმაყოფილია სწავლის პროცესის გარე ჩატარებული აქტივობებით, როცა დედაქალაქში გამოკითხული ახალგაზრდები საშუალოდ აფასებენ ჩატარებულ ექსტრაკურიკულურ
აქტივობებს.

რეგიონში სტუდენტთა 48% თვლის რომ ძალიან იშვიათად იღებს მონაწილეობას სტუდენტური თვითმმართველობის მიერ
განხორციელებულ პროექტებში, ასეთ ინერტულობას ისინი აბრალებენ ქალაქჩი ძალიან მცირე რაოდენობით ჩატარებულ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს. დედაქალაქში ეს რაოდენობა 38% აღწევს. ისინი თვლიან რომ ქალაქში ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა საკმაოდ დიდია.


image






დასკვნა:

კვლევის პროცესში ძალიან საინტერესო და ახალ ფაქტებს წავაწყდით, გავითვალისწინეთ რა სტუდენტების რეკომენდაციები მივხვდით, რომ რეგიონი საჭიროებს მეტად გააქტიურებას. აუცილებელია ისეთი პროექტების დაგეგმვა და ორგანიზება, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაიღრმავოს ცოდნა კონკრეტულ სფეროში. რეგიონის სტუდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ ნაკლები სტუდენტური აქტივობები თვითმმართველობის ბრალია, ზოგიც ამ ყველაფერს მათ ნაკლებ ინფორმირებულობასთან აკავშირებს. ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რაც სტუდენტურ პროექტების დაბლოკვას იწვევს. სტუდენტები დირექციას უჩივიან და სახელმწიფოს მხრიდან ითხოვენ მეტ ყურადღებას. დედაქალაქში კი სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა. ისინი არ უჩივიან სტუდენტურ თვითმმართველობას, არამედ თავად სტუდენტების მოტივაციას და განათლებულობის პრობლემას უსვამენ ხაზს და ამტკიცებენ, რომ საჭიროა გარკვეული „არაფორმალური განაღლების მიღება“. მათი აზრით მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს არა მარტო დედაქალაქს არამედ საქართველოს ყველა რეგიონს.



ხატია ვაჭარაძე

0
238
3-ს მოსწონს
ავტორი:ხატიავაჭარაძე
ხატიავაჭარაძე
238