x
image
კატაპულტი
ადამიანის შეცნობა სუფრასთან
imageზოგადად, ადამიანის შეცნობა-გაცნობა მისი ცალკეული, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მოქმედებებიდან სრულიად მარტივად შეიძლება.რაც შეეხება სუფრას, მასთან ქცევის თავისებურებებით სრულიად უცხო ადამიანის შესახებ ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი, მაგალითად, თუ ადამიანი ჯდომისას მაგიდას ორივე იდაყვით ეყრდნობა, საფიქრებელია, რომ იგი საკმაოდ თავისუფალი, გაბედული და თამამია, ხოლო თუ ხელები საერთოდ მაგიდის ქვეშ აქვს, ის შეიძლება ძალზედ მორიდებული იყოს, არაა გამორიცხული, რომ ძალზედ ცოტასაც საუბრობდეს, ასეთი ადამიანი ძირითადად სხვას აძლევს დომინირების საშუალებას.

თუ თქვენი თანამოსუფრე მის წინ დალაგებული საჭმლის გადაადგილებას იწყებს, ან მოურიდებლად არჩევს საინიდან საუკეთესო ნაჭერს(ვთქვათ ხორცის ან ნამცხვრის), ის შესაძლოა ძალზედ ეგოისტი იყოს.

საყურადღებოა ასევე ალკოჰოლური სასმლის დალევის მომენტიც:თუ სუფრა თამადის გარეშეა და ე.წ.ევროპულად, მორიგეობით ამბობთ სადღეგრძელოებს, ლიდერობისკენ მისწრაფებული ადამიანი ყოველთვის აქტიურობს ამ მხრივ, ასევე თამადის შემთხვევაშიც, ითხოვს სადღეგრძელოს უფლებას ხოლმე.

მერიქიფის შემთხვევაში, ეგოისტი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც პირველი თავის ჭიქას ავსებს, ასევე, თუ საჭმლის გადაგებისას ბოლო ლუკმამდე აცარიელებს თეფშს.


თუ სუფრის დატოვებისას ამა თუ იმ ადამიანის თეფში სუფთა რჩება, და შეიძლება სალფეთქიც კი არ ჰქონდეს ნახმარი, ე.ი. იგი ძალზედ ეკონომიური, ხელმომჭირნეა, ერიდება ზედმეტ და არააუცილებელ ხარჯებს.

3
86
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
86
  
2013, 14 ივნისი, 13:54
კარგი შენიშვნაა:)
2013, 14 ივნისი, 0:13
მომეწონა, საინტერესო სტატიაა.

"თუ თქვენი თანამოსუფრე მის წინ დალაგებული საჭმლის გადაადგილებას იწყებს, ან მოურიდებლად არჩევს საინიდან საუკეთესო ნაჭერს(ვთქვათ ხორცის ან ნამცხვრის), ის შესაძლოა ძალზედ ეგოისტი იყოს."

შესაძლოა იყოს ეგოისტი, მაგრამ ნამდვილად არის უზრდელი! :))
2013, 9 ივნისი, 18:36
[url=http://geopsm.com]Datalife Engine[/url]
0 1 3