x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ანორექსია - დაავადება თუ არჩევანი

image
ტერმინი ანორექსია არც ისე დიდხანს არსებობს და მისი დეფინიციაც მეტ-ნაკლებად ყველასთივს ცნობილია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს დაქვეითებული აქვს მადა, რასაც თავის მხრივ მივყავართ მეტაბოლოზმის (ნივთიერებათა ცვლის) პრობლემებამდე.

ანორექსიის პირველი შემთხვევები ოფიციალურად დაფიქსირებულია XIX საუკუნეში, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ დაავადება მანამდეც არსებობდა. 1920 წელს დაავადება უკვე ცნობილი იყო ექიმებისთვის - სწორედ ამ პერიოდში მოდაში შემოვიდა სილამაზის ახალი სტანდარტი: პატარა მკერდი და წვრილი თეძოები.

ანორექსია საკმაოდ სწრაფად გავრცელდა იმ ეპოქის მოდელებში და იყო შემთხვევები, როცა 170სმ-ს სიმაღლისანი იწონიდნენ 40 კგ-ს. ამ თემაზე სერიოზულად მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც დაავადებას ემსხვერპლა ამერიკელი მომღერალი კარენ კანპენტერი (The Carpenters). მიუხედავად იმისა, რომ კარენი მკურნალობის აქტიურ კურსს გადიოდა, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

მიუხედავად დაავადების სირთულისა, სწორედ XXI საუკუნეში დაიწყო მისი "ეპიდემია" მოდელებსა და მათ მიმბაძველებს შორის: ბრაზილიელი მოდელი ანნა კაროლინა როსტენი გადრავალების მომენტში, 21 წლის ასაკში, იწონიდა 39 კგ-ს; ურუგვაელი მოდელი ლუსი რამოსი გარდაიცვალა გულსი შეტევით 22 წლის ასაკში ზუსტად ჩვენების პროცესში შიმშილობის გამო. ის იყო 175 სმ და გარდაცვალების მომენტში იწონიდა 44 კგ-ს. ეშლი სიმპსონი, ვიქტორია ბეკქემი და სხვა არაერთი ვარსკვალი აღიარებს, რომ ჰქონდა ან აქვს გარკვეული პრობლემები კვებითი აშლილობის გამო.


ანორექსიის სიმპტომები

ანორექსია შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური სახის პრობლემებით. მას არაერთი სიმპტომი გააჩნია, თუმცა მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ რომელიმემათგანის ქონა აულიცებლად ანორექსიის არსებობას არ გულისხმობს.

პირველ სიმპტომად მიიჩნევა ავადმყოფის მიერ "გამასუქებელ" საკვებზე უარის თქმა. ამას ემატება დიდი რაოდენობით შარდმდენი და სხვა სახის მედიკამენტების მიღება, დამქანცველი ვარჯიშები, გულსი რევის ხელოვნურად გამოწვევა და ა.შ. ზოგადად ყველა ანორექსიის სიმპტომები შეგვიძლია დავაჯგუფოთ 4 ნაწილად: ფსიქოლოგიური/ემოციური, სოცილაუირ, ფიზიკური და ქცევითი.

ფსიქოლოგიური/ემოციური სიმპტომები:

image

სხეულის არაადეკვატური აღქმა

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა

დაბალი თვითშეფასება

განწყობის ხშირი ცვლა

დეპრესია

გასუქების შიში

სოციალური სიმპტომები:

ცუდი ან გაუარესებული აკადემიური მოსწრება

ოჯახისწევრებთან ურთიერთობის გაფუჭება/უარის თქმა

ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა

ფიზიკური სიმპტომები:

წონის სწრაფი დაკარგვა

იმუნური სისტემის დაქვეითება

სიფერმკრთალე

კუჭში შეკრულობა

სისხლის მიმოქცევის პრობლემები

სიცივის შეგრძლება და ა.შ

ქცევითი სიმპტომები:

საკვების მიღებაზე უარის თქმა

ხშირი მარტოობა (შესაძლოა გულისრევის გამოწვევის მიზნით)

აგრესიულობა და ა.შ

ანორექსია ყველაზე ხშირად ჩნდება მოზარდობის ასაკში და ამასთან დაავადებულ ქალთა რიცხვი გაცილებით მეტია მამაკაცებზე. სტატისტიკის მიხედვით ქალებში ეს დაავადება 4-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე კაცებში. ამასთან დაავადება ძირითადად ვლინდება 10-30 წლის ასაკში და დაავადებულთა 80 %-ს შეადგენენ 12-24 წლის გოგონები.

image



მკურნალობის გზები

ანორექსიის მკურნალობისას რამოდენიმე გზას მიმართავენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად ეფექტრურია. უპირველეს ყოვლისა უნდა გამოიყოს ფსიქოტერაპია, რომლითაც უშუალოდ ნორექსიის გამომწვევი ფსიქოლოგიური პროლემების მოგვარება ხდება. ამის შემდეგ კი იწყება მედიკამენტური/ვიტამინებით მკურნალობადა ფიზიოთერაპია - საწუროების შემთხვევაში ხდება ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების პირდაპირი გზით შეყვანა და ა.შ.



ანორექსიის ყველაზე ცნობილი შემთხვევები:

image


1. ტყუპი დები-ექიმები, რომლებმაც პირობა დადეს არასოდეს ქასუქებულიყვნენ. ისინი მთელი ცხოვრება სიგამხდრეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ მივიდნენ იქამდე, რომ თავისუფლად ეტევიან 9-10 წლის ბავშვის ტანსაცმელში. ისინი მოზარდობის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვა კლინიკებში გადიან მკურნალობის კურსებს რათა თავიდან მოიშორონ ეს უაზრო აკვიატება.






image

2. ჯერემი გლიცერი. ოდესრაც ის იყო შესანიშნავი გარეგნობის მქონე მოდელი. თუმცა სწორედ მისმა პროფესიამ მიიყვანა გარეგნობაზე "ჩაციკლულობამდე" და ცხოვრების დიდი ნაწილის გაატარება მოუწია ბულიმიასა და ანორექსიასთან ბრძოლაში. ქრონიკული შიმშილობის, დიეტების, ღებინების და ფიზიკური დატვირთვის შედეგად მან ფაქტობრივად გაანადგურა თავისი სხეული. 2010 წელის, გარდაცვალების მომენტში, ის იყო 38 წლის და იწონიდა

30 კგ-ს.



image



3. 26 წლის რებეკა ჯონსი, რომელიც თავისუფლად ატარებს თავისი 7 წლის გოგონას ტანსაცმელს და მის დას უფრო ჰგავს ვიდრე დედას. რებეკა 15 წელზე მეტია რაც იტანჯება ანორექსიით. იძულებულია ატაროს ძალიან მცირე ზომის ტანსაცმელი, იკვებოს მხოლოდ თხევადი საკვებით, რადგან მომნელებელი სისტემა აქვს დაზიანებული. გამუდმებით გრძნობს დაღლილობას, რის გამოც იღებს დიდი რაოდენობით ენერგენიკებს. როგორცერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ის არასოდეს მისცემს საკუთარ შვილს დიეტის ან გამანადგურებელი ვარჯიშების დაწყების უფლებას.



image


4.ლორენ ბეილი ბავშვობიდან იტანჯებოდა ანორექსიისთ. გოგონა ყოველდღიურად აიძულებთა საკუთარ თავს ევლო მინიმუმ 8-10 საათი, გარდა ამისა იზღუდავდა საკვების მიღებას. ყოველდღიურმა "სეირნობამ" იმდენად გამოფიტა ორგანიზმი, რომ ლორენი ექიმებმა სიკვდის ძლივს გადაარჩინეს.

საავადმყოფოში წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა როგორც იქნა მოახერხეს მისთვის ნორმალური ფორმის დაბრუნება და მისცეს შანსი დაეწყო ჯანზაღი ცხოვრება. დღესდღეობით ლორენ ბეილი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება და ამ თემაზე საუბრისას გამუდმებით ურჩევს სხვებს დაფიქრდნენ და გაიხსენონ მისი მაგალითი, სანამ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.


image





5.Happy end-ით დასრულებული ისტორია ქალისა, რომელიც წლების

განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდა ანორექსიას. ჰეიდა უაილდსა და სიკვდილს შორის ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი, როდესაც ექიმების ხელში ჩავარდა. 8 წლის განმავლობაში აქტიური ფიზიოთერაპიის მიუხედავად მისთვის მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებას ახერხებდნენ. თუმცა გამოჯანმრთელებაში მას დაეხმარა ერთი უცნაური სურვილი: მან მოინდომა გამხდარიყო დედა და გაეჩინა სრულფასოვალი, ჯანმრთელი ბავშვი. ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდეასც ამ გადაწყველიტების მიღებიდან სულ რაღაც 3 წელიწადში ჰეიდა დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას და ეყოლა პატარა, რომლეზეც ადრე მარტო ოცნებას თუ გაბედავდა.

დაავადებასთან ბრძოა რთულია თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ მისი იდენტიფიცირება მოხდეს საწყის ეტაპზევე, ეს ძირითადად დამოკიდებულია გარშემომყოფთა ყურადღებიანობაზე. ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქს საზოგადოების უნფორმირებულობას. ვალერია ლევიტინა (ერთ-ერთი ყველაზე გამხდარი ქალი) ინტერვიუში ამბობს: "მე ხშირად მირეკავენ გოგონები და მეკითხებიან როგორ მოახერხონ ანორექსიკებად გახდომა. მიუხედავად ჩემი პასუხისა, რომ ეს დაავადებაა და არ შეიძლება ასეთი რამის ნატვრა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მალე გახდებიან ჩემნაირები და ამ მდგომარეობის საშინელებას მხოლოდ ურთულეს და ყველაზე მტკივნეულ მომენტში გააცნობიერებენ." - ეს ყველაფერი კი საზოგადოებაში არსებული ნორმებისა და სილამაზის კრიტერიუმების არსებობის გამო ხდება. ყოველწლიურად ათასობით გოგონა მსოფლიოს მასშტაბით ინადგურებს ჯანმრთელობას მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოს და გახდეს სოციალურად სასურველი. და სანამ სილამაზის ეტალონად ითვლება 90-60-90, ეს პრობლემა გადაუჭრელი დარჩება და იმსხვერპლებს არაერთ ადამიანს.

0
2564
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
2564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0