x
image
worldsport.ge
ნანი ამ დღეებში გადაწყვეტს

image“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ლუიშ ნანიმ ჯერ არ იცის, მანჩესტერში დარჩება თუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ერთ-ერთ პორტუგალიულ გამოცემასან გააკეთა.
“პრესაში უკვე ბევრჯერ დაიწერა ჩემი შესაძლო ტრანსფერების შესახებ, მაგრამ გარწმუნებთ, ამ თემაზე სალაპარაკო ჯერ აბსოლუტურად არაფერია. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მივიღებ”, – განაცხადა ნანიმ.
შეგახსენებთ, პორტუგალიელი ნახევარმცველი ბოლო სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში მხოლოდ 11-ჯერ გამოჩნდა (აქედან 7-ჯერ ძირითად შემადგენლობაში) და თავი 1 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0