x
image
თეონა ასტამაძე
ხანძარი გუნიას ქუჩაზე

image ვერაზე, გუნიას ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ცეცხლი სრულადაა ლოკალიზებული.

ინციდენტის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორისაა ორი მცირეწლოვანი ბავშვ.ი მათ სახლის დატოვება ცეცხლის გავრცელებამდე მოახერხეს.

იწვოდა დაახლოვებით 150 -200 კვადრატული მეტრი, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და მანსარდა.

ადგილზე იმყოფებოდა მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, რომლის განცხადებით კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება ცეცხლისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა და მესაკუთრეებს მაქსიმალურად აღმოუჩენენ დახმარებას.

0
40
11-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0