x
image
worldsport.ge
ტევესი “ლივერპულსაც” მოუნდა

imageლუის სუარესის შესაძლო წასვლა მერსისაიდელთა კლუბის თავკაცებს კვალიფიციური შემტევის ყიდვისკენ უბიძგებს. ბრიტანელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ “ლივერპულს” დიდი ხანია არგენტინელის შეძენა სურს და ახლა, როცა ტევესი დიდი ალბათობით დატოვებს “სიტის”, მასზე ნადირობა გამოცხადდა. მსურველთა რიგი ერთობ სოლიდურია: “იუვენტუსი”, პსჟ, “მონაკო” და ახლა “ლივერპულიც.”
ტევესს “ქალაქელებთან” კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდება და თუ არ გაუგრძელეს, ხელმძღვანელობას ურჩევნია არგენტინელი ახლავე გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” ტევესი 2009 წელს 28 მილიონ ევროდ იყიდა და კვირაში გასამრჯელოდ 232 ათასს უხდის. “ლივერპული” მოთამაშის ასაკის გათვალისწინებით (29 წელი) მზადაა 8, 2 მილიონი გადაიხადოს. “წითლები” მას კვირაში “მხოლოდ” 117 ათას ევროს ჰპირდებიან, სამაგიეროდ გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0