x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ნატოს კვირეული საქართველოში
image

საქართველოში ნატოს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ჩვენს ქვეყანაში ნატოს დღეები უკვე მეექვსედ ტარდება. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ნატოს შტაბ ბინიდან მაღალი დონის სტუმრები ეწვივნენ.

შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, შსს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, და "ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სტუდენტები ეწვივნენ.

სტუმრები შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა კობა ბოჭორიშვილმა მიიღო და უწყების ფუნქციები და ამოცანები, ასევე გატარებული რეფორმები გააცნო.

გაიმართა პრეზენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებისთვის სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის მართვის სფეროებში განხორციელებული ასევე მიმდინარე რეფორმების შესახებ. უცხოელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ვახტანგ გომელმაურმა და ალექსი პეტრიაშვილმა მიმართეს.


სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მანანა ხვედელიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე "საქართველოს სახელმწიფო საზრვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები". დაათვალიერეს სანაპირო დაცვის ფოთის ბაზა, მართვის ცენტრი და გემთსარემონტო სახელოსნო.

ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, გაიმართა სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, კონკურსები და დებატები თბილისში და რეგიონებში.

ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა. კვირეულის მხარდამჭერები AშEVE IYVNEN რუმინეთის საელჩო საქართველოში (ნატოს საკონტაქტო საელჩო) და ნატოს სამეკავშირეო ოფისი. ნატოს კვირეული 10 ივნისს ახალგაზრდული სამიტით დაიხურება

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0