x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიოს 10 ყველაზე წაკითხვადი წიგნი

10 ყველაზე წაკითხვადი წიგნი

დამეთანხმებით, ბევრ ჩვენგანს უყვარს კარგი წიგნის კითხვა. ამასთან, უმრავლესობა უპირატესობას მხატვრულ ლიტერატურას ანიჭებს. ჯეიმს ჩაპმანის (ამერიკელი მწერალი და გამომცემელი) მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოვლინდა მსოფლიოში ყველაზე წაკითხვადი წიგნების ტოპ ათეული. რეიტინგი გაყიდული წიგნების რაოდენობაზე დაყრდნობით შედგა, რაც მართალია ზუსტ სურათს ვერ ასახავს, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას მაინც შექმნის აღნიშნული საკითხის შესახებ.


კვლევის მიხედვით, ყველაზე წაკითხვადი წიგნების ათეულში პირველი ადგილი, როგორც მოსალოდნელი იყო, ერგო ბიბლიას! დანარჩენი ადგილები კი ასე გადანაწილდა:


10. ანა ფრანკის დღიური


9. იფიქრე და გამდიდრდი, ნაპოლეონ ჰილი


8. ქარწაღებულნი, მარგარეტ მიტჩელი


7. ბინდი, სტეფანი მეიერი


6. კოდი და ვინჩი, დან ბრაუნი


5. ალქიმიკოსი, პაულო კოელიო


4. ბეჭდების მბრძანებელი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი


3. ჰარი პოტერი, ჯოან როულინგი


2. მაო ძედუნის გამონათქვამები


1. ბიბლია

9
1473
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1473
  
2014, 30 მაისი, 14:15
ჰარი პოტერი და ბეჭდების მბრძანებელი საბავშვოა.
2014, 15 მაისი, 11:54
მოგესალმებით წიგნების მოყვარულებო!!! ლეგენდალური ნაპოლეონ ჰილის "წარმატების სტრატეგია" (იფიქრე და გამდიდრდი) წიგნის მსურველებს ვთავაზობ PDF ფორმატში ელექტრონულ წიგნს 10 ლარად skype: tikkkuna.tikkkuna
2013, 7 ივნისი, 11:38
კარგია თუ არ წაგიკითხავთ, თუ ფილმების მიხედვით ვიმსჯელებთ, დიდ ვერაფერს შეგმატებთ ამ წიგნების წაკითხვა, ტყუილად თვალებს გადაიღლით. რემარკის „სამი მეგობარი“ წაიკითხეთ, ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“, სტეინბეკის „რისხვის მტევნები“ და სხვ. ტყუილად დროს არ გაიყვანთ
2013, 7 ივნისი, 11:33
გაყიდული წიგნების რაოდენობით? მაშინ უნდა დაეწერათ, 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი და არა წაკითხვადი
2013, 7 ივნისი, 10:05
სხვათა შორის, ამ რეიტინგიდან ბევრი არ წამიკითხავს, მათ შორის ჰარი პოტერი და ბეჭდების მბრძანებელი (არ ვამაყობ ამით, უბრალოდ, ფაქტს ვაღიარებ).
2013, 7 ივნისი, 9:56
გმადლობთ რჩევისთვის, გასაკვირია, მაგრამ აქედან ყველა წაკითხული მაქვს:) ეს რეიტინგი კი ჩემი შედგენილი არ არის. თანაც გასაგებად წერია, რომ რეიტინგი შედგენილია გაყიდული წიგნების რაოდენობაზე დაყრდობით (და არა მხატვრული ღირებულების მიხედვით).
2013, 7 ივნისი, 7:50
ჰარი პოტერი თუ არ წავიკითხეთ, ცხოვრებაში წინ ვერ წავიწევთ. ბეჭდების მბრძანებელი ხომ საერთოდ შედევრია (მეტი არაა ჩემი მტერი). კი მაგრამ, რამდენი წლის ხარ ნათია? ამ სისულელეებს, ჯობია ჰემინგუეი, რემარკი, სელინჯერი, ფიცჯერალდი, ტოლსტოი, კონტანტინე გამსახურდია წაიკითხო (კიდევს სხვა უამრავი შესანიშნავი მწერალი)
2013, 5 ივნისი, 18:14
ძაან ცუდი რეიტინგია.
მე ვისაც ვიცნობ იბლია არავის აქვს წაკითხული თან :D
2013, 5 ივნისი, 7:02
))))რა კარგი მწერლები გვყავს ქართველებს)))ამათმა კონსტანტინეს რომელიმე ნაწარმოები თუ იციან ნეტავი....
0 1 9