x
image
worldsport.ge
ჰაინკესი: “დასვენების დროა”

imageმიუნხენის “ბაიერნის” ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი “რეალში” მის შესაძლო გადასვლასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ მას დასვენება სჭირდება.
“რთული წელი გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ჩელსისთან” წაგების შემდეგ, ზეიმის მიზეზი არ მქონდა. თუმცა, მას შემდეგ, გუნდმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა. იმისათვის, რომ წარუმატებლობა დაივიწყო, დროა საჭირო და ჩვენ ამ ამოცანას თავი ბრწყინვალედ გავართვით.
სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემით არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული. მათ შორის იყვნენ მდიდარი კლუბებიც, მაგრამ ფული ჩემთვის პრიროტეტი არაა.” – აცხადებს ჰაინკესი, რომელიც მადრიდის “რეალთან” დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: “შესვენების აღებას ვგეგმავ. უკვე 68 წლის ვარ. დასვენებისა და ცხოვრებით ტკბობის დრო მოვიდა.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს The Guardian-ი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სამივე ტიტულის მომგებ ჰაინკესს “ბაიერნში” პეპ გვარდიოლა შეცვლის.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0