x
image
worldsport.ge
ანა ივანოვიჩი როლან გაროსს დაემშვიდობა

imageმსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობას ნაადრევად დაემშვიდობა. ტურნირის მეოთხე რაუნდში მან უშანსოდ წააგო პოლონელ აგნეშკა რადვანსკასთან - 2:6, 4:6.
მატჩი 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერბმა 2 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი ხუთჯერ დათმო. ანას ანგარიშზე ასევე 1 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა იყო, აგნეშკამ კი 1 ეისის წილ მხოლოდ 1 ორმაგი დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 8:3 გახდა პოლონელის სასარგებლოდ.
როლან გაროსის მეოთხედფინალურ ეტაპზე რადვანსკა იტალიელ სარა ერანის დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, უმძიმეს ბრძოლაში ასპარეზობას ესპანელი კარლა სუარეს ნავარო გამოთიშა - 5:7, 6:4, 6:3.


გიორგი ბარბაქაძე

www.worldsport.ge

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0