x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სასამართლომ ლიტველი ბიზნესმენი გაათავისუფლა

imageსაქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუმადგომლობა, რომელიც ლიტველი ბიზნესმენისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლომ საულუს ვაიტკიავიჩუს აღმკვეთი ღონოსძიება არ შუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდების მხარე ლიტველ ბიზნესმენს 2 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისებას ედავება, კომპანია „კავკასუს ელექტრო მარკეტისაგან“ რომლის დირექტორიც ლიტველი ბიზნესმენია.

პროკურატურა ასევე აპელირებდა იმაზე, რომ ბიზმენსმენი თბილისის აეროპორტში დაააკავეს და მას უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდა რაც ბადებდა ეჭვს, რომ იგი საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა. აღნიშნულის საპასუხოდ ლიტველმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის კიევში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი იმის გამო არ ჰქონდა, რომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია.

ბიზნესმენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „კავაკასუს ელექტრო მარკეტის“ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამოქალაქო დავა და აღნიშნული საკითხი სისხლის სამართლის კატეგორიას არ განეკუთვნება.

ადვოკატმა დავით კიკაიძემ აღნიშნა, რომ ეს დავა მისი კლიენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქალაქო სასამართლომ და საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

ლიტველი ბიზნესმენი საულუს ვაიტკიავიჩუსი საქართველოს ბალტიის ქვეყნების სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორია. ლიტველ ბიზნესმენს სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0