x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გაიცანით გადაშენების პირას მყოფი ცხოველები
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და ბუნების დაცვისა სხვა ორგანიზაციებმა გამოქვეყნეს სტატია სახელწოდებით "შეუფასებელნი თუ უსარგებლონი?" (ინგ. Priceless or Worthless?). რომელიც მოგვითხრობს გადაშენების პირას მყოფი 100 სახეობის ცხოველების, მცენარეების, ფრინველებისა და სოკოების შესახებ. მეცნიერთა განმარტებით ეს სახეობები 2020 წლისათვის გადაშენდება თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული ზომები მათი პოპულაციის აღსადგენად. დოკუმენტის შექმნის პროცესში 8000 მოხალისე მონაწილეობდა. ვეცდები გაგაცნოთ რამოდენიმე სახეობა მაინც.

დასაზუსტებელია, რომ აქ არ არის მოყვანილი ცხოველთა სახეობები, რომელთა დაცვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს, ისეთები როგორებიცაა ფლორიდული პუმა და ჩინური ვეფხვი.


1)არარიპული მანაკინი (ინგ. Araripe Manakin, ლათ. Antilophia bokermanni). პუპულაცია 779, არეალი 28 კვ.კმ, არარიპის პლატო, ბრაზილია.image


2)მოწითალო მაიმუნი (ინგ. Northern Muriqui, ლათ. Brachyteles hypoxanthus). პოპულაცია 1000-ზე ნაკლები. არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთი ბრაზილიის ტროპიკული ტყეები.image



3)ლაქოვანი არლეკინი (ინგ. Rio Pescado stubfoot toad, ლათ. Atelopus balios). პოპულაციის მოცულობა უცნობია. არეალი ეკვადორის რამოდენიმე პროვინცია.image


4)დიდი ინდური დროფა (ინგ. Great indian bustard, ლათ. Ardeotis nigriceps). პოპულაცია 50-250 ცფრინველი. არეალი 570 კვ.კმ. ინდოეთი.image


5)მადაგასკარული ნისკარტმკერდა კუ (ინგ. Angonoka tortoise, ლათ. Astrochelys yniphora). პუპულაცია 440-770 არსება. არეალი სამხრეთ-აღმოსავლეთი მადაგასკარის 12 კვ.კმ.image


6)ჯუჯა ზარმაცა (ინგ. Pygmy three-toed sloth, ლათ. Bradypus pygmaeus). პუპულაცია 500 ცხოველზე ნაკლებს ითვლის. არეალი 1.5 კვ.მ, კუნძული ისსა-ესკუდო-დე-ვარაგუასი, პანამა.image


7)ბულოკის ბაყაყი (ინგ. Bullock’s false toad, ლათ. Telmatobufo bullocki). რაოდენობა უცნობია. პროვინცია არაუკო, ჩილე.image


8)სინგაპურული კრაბი (ინგ. Singapore freshwater crab, ლათ. Johora singaporensis). რაოდენობა უცნობია. ბაკიტ-ტიმოჰის დაცული ტერიტორია, სინგაპური.image


9)იავური მარტორქა (ინგ.Javan rhino, ლათ. Rhinoceros sondaicus). 100 ერთეულზე ნაკლებია დარჩენილი. არეალი: უჯუნგ-კულონის ნაციონალური პარკი, კუნძული იავა, ინდონეზია.image


10)ტყის იბისი (ინგ. Northern bald ibis, ლათ. Geronticus eremita). რაოდენობა 200-250 ერთეული. არეალი გაყოფილია 3 ნაწილად: მაროკო, თურქეთი და სირია. image


მთლიანი დოკუმენტი იხილეთ ამ ლინკზე.


http://static.zsl.org/files/priceless-or-worthless-final-wq-2040-2050.pdf

1
1756
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1756
  
სალომე ზურაბიშვილი რატო არაა სიაში ტო...მაგრა გული დამწყდა
0 1 1