x
image
worldsport.ge
“ბენფიკა” ჟეზუშს დაემშვიდობება

imageლისაბონის “ბენფიკას” მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის აღარ გახანგრძლივდება.
A Bola-ს მტკიცებით, გუშინ “ბენფიკას” დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და ხელმძღვანელ პირთა უმრავლესობამ 58 წლის სპეციალისტთან შეთანხმების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა.
საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული, როდესაც ჟორჟე კლუბის პრეზიდენტ ლუიშ ფილიპე ვიეიროს პიდადად შეხვდება. სავარაუდოდ, დღეს პრეზიდენტი მწვრთნელს განუცხადებს, რომ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და თანამშრომლობაც ამით დასრულდება.
ჟეზუშს ყველა შანსი ჰქონდა იმისა, რომ წელს კლუბთან ერთად სერიოზული წარმატებისთვის მიეღწია და ამით კონტრაქტის გახანგრძლივება გამოემუშავებინა, მაგრამ ჩემპიონატის დასასრულს წინ “პორტუ” გაუშვა, საბოლოოდ 1 ქულით ჩამორჩა და “არწივები” მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. “ბენფიკამ” ევროპის ლიგის ფინალშიც ითამაშა და იქ “ჩელსისთან”, ხოლო პორტუგალიის თასის ფინალში “ვიტორია გიმარაეშთან” დამარცხდა.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0