x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანაბელ ლი-ედგარ ალან პო
ოდესღაც შორეულ შორეულ წარსულში
სადაც ნაპირია ზღვის,
სამეფო ქალაქში ყველა სილამაზით
იცნობდა ანაბელ ლის,
სულ ჩემზე ფიქრობდა, მიყვარდა ძალიან
მეც ძლიერ მიყვარდა ის.
ორივე ვიყავით პატარა ბავშვები
სადაც ნაპირია ზღვის
გვიყვარდა სულით და ზენა გრძნობებით
მე და ჩემს ანაბელ ლის
მოშურნე თვალებით გვიცქერდნენ ზემოდან
სერაფიმები ცის
და ალბათ ამიტომ შორეულ წარსულში
სადაც ნაპირია ზღვის
ციდან მქის ტყვიისფერ ღრუბლიდან ნიავმა
დაჰბერა ანაბელ ლის
და მისი მშობლებიც მოვიდნენ შორიდან
ჩემგან წაიყვანეს ის
ჩაკეტეს ცივი ქვის სამარხში სადღაც იქ
სადაც ნაპირია ზღვის
და ჩვენს ნეტარებას შურით დასცქეროდნენ
ის სერაფიმები ცის
და ალბათ ამიტომ (იცოდა ყველამ იქ
სადაც ნაპირია ზღვის)
სუსხიან ღრუბლიდან ბოროტმა ქარმა რომ
დაჰბერა ანაბელ ლის

მსგავსი სიყვარულის გრძნობას ვერ განიცდის
ბევრი ვინც ხნიერი ასაკით არის,
თუნდაც წიგნიერი მცოდნეა მრავლის
ვერც ანგელოზები ზეციდან მზირალნი
და ვერც ურჩხულები ზღვის
სულით ვერასდროს დაგვაშორებენ
მე და ჩემს ანაბელ ლის.

მთვარე რომ ინათებს, ოცნებით ვინატრებ
მშვენიერ ანაბელ ლის,
ციმციმა ვარსკვლავებს, სანუკვარ თვალებს მის,
მშვენიერ ანაბელ ლის,
ღამეულ ფიქრებში მის გვერდით ვიქნები
ის ჩემი სატრფოა სათნო მშვენიერი
სადაც ნაპირია ზღვის
და ცივი სამარხი ქვის.
1
972
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
972
  
2012, 22 მარტი, 9:49
რა მაგარია,ანაბელ ლიზე მაგრა უწერია აკა მორჩილაძეს შენ თავგადასავალში.
0 1 1