x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
როგორი ნათესავია მსახიობი ნათია კვაშალი ნუგზარ კვაშალისა

image22 წლის ნათია კვაშალი ცოტა ხნის წინ სერიალ "შუა ქალაქში" გამოჩნდა. მისმა პერსონაჟმა (ნინო) მაყურებელის დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერ მხოლოდ ორი სერია გავიდა, მაყურებელი კი მოვლენების განვითარდებას ელოდება. გარდა სერიალისა, ნათია "თავისუფალი თეატრის" მსახიობია. მიუხედავად პატარა ასაკისა არც თუ ისე ცოტა ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში უთამაშია.
მსახიობს თეატრში ვესტუმრე. ის თავის ცხოვრების მნიშვნელოვან გეგმებზე გვესაუბრება.
– რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?
– ძალიან პატარა ასაკიდან მშობლებს ვეუბნებოდი, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. ისინი ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ეგონათ გადავიფიქრებდი. მაგრამ საბოლოო არჩევნი რომ გავაკეთე, ამას წინააღმდეგობა არ მოყოლია. მამაჩემის ოცნება იყო წარმატებული მსახიობი ყოფილიყო. სამწუხაროდ ვერ აუსრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ ოჯახმა ხელი რომ შემიწყო.
– ნუგზარ კვაშალი შენი ნათესავია?
– ბიძაჩემია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რადგან ერთი ოჯახის წევრები ვართ. დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ერთად არ ვართ. როდესაც ვხვდებით სულ მეხუტება, მეფერება, მესიყვარულება. რჩევებს ყოველთვის ვიღებ მისგან. სიამაყით ვამბობ _ ბიძაჩემია.
– 22 წლის "თავისუფალ თეატრის" მსახიობი ხარ, სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობ.
– იმაზე მეტად გამიმართლა, ვიდრე წარმოვიდგენდი. თეატრალურ უნივერსიტეტში, არაჩვეულებრივ ჯგუფში მოვხვდი. ჩემი ხელმძღვანელი, გიორგი შალუტაშვილი იყო. არაჩვეულებრივი სტუდენტობა მქონდა. მაია დობორჯგინიძე დგამდა სპექტაკლს _ "თაფლობის თვე". შემომთავაზა მთავარი როლი შემესრულებინა. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი სიხარული იყო. ეტიუდებიდან დავიწყე და მთავარ როლამდე მივედი, იღბალისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მოხდა. თავიდან მართლა ძალიან გამიჭირდა მთავარ როლზე მუშაობა, არ ვიყავი უცხო რეჟისორთან და მსახიობებთან შეგუებული. მაიამ თავიდანვე მითხრა, მთავარი როლი აუცილებლად უნდა გამიმართლოვო. საბედნიეროდ სტექტაკლი შედგა და თეატრშიც გავაგრძელე მუშაობა, დავკავდი სხვა სპექტაკლებშიც.
თეატრის გარდა, ფილმებსა და სერიალებში ვმონაწილეობ. ეპიზოდური როლებიდან დავიწყე, "ანო და ვანოს" თავგადასავალში, წითელქუდას როლი შევასრულე, "გასერინება ყარაბაღში" კი მასწავლებლი ვიყავი. ცოტა ხნის წინ დასრულდა ახალი ფილმის _ "არჩევანის" გადაღებები, სადაც მთავარი როლი მქონდა. იმედი მაქვს მაყურებელი ფილმს მალე იხილავს. სერიალებში კი "გოგონა გარეუბნიდან" და "დეტექტივებიში" ვმონაწილეობდი. ახლა როგორც იცით, "შუა ქალაქში" ვარ.
– "შუა ქალაქში" როგორ მოხვდი? გგავს შენი პერსონაჟი თუ პირიქით?
– "ღამის შოუს სტუდიასთან" ხშირად მიწევდა თანამშრომლობა. არ გამკვირვებია ქასთინგში მონაწილეობის მიღება რომ შემომთავაზეს. ქასთინგის გავლიდან, ნახევარ საათში დამირეკეს და მითხრეს ხვალ უკვე სერიების ჩაწერა გვექნებაო. სცენაზე დგომისას ან კამერების წინ ძალიან ვნერვიულობ. ნინოს როლის შესრულებისას კი საერთოდ არ მინერვიულია, თავისუფლი და თავდაჯერებული ვიყავი. ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონაჟი დასახვეწია.
მე და ჩემს გმირს საერთო გვაქვს ის რომ, ორივე მხიარულები ვართ. იმაში კი ეჭვი მეპარება სიმთვრალის დროს ვინმე უცხოს ცოლად გავყვე, მის სახლში ვიცხოვრო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემები უკან აღარ მიმიღებენ (იღიმება). სერიალი აუცილებლად საინტერესოდ გაგრძელება.
– სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, თეატრში თუ ტელეეკრანზე?
– ვფიქრობ, რომ თეატრის გარეშე მსახიობი ნახევრად შემდგარია. ფილმში "ანო და ვანო" რომ ვითამაშე, მაშინ მივხვდი როგორ მიტაცებს კამერასთან მუშაობა. ოღონდ კამერის წინ დამაყენე და მეტი არაფერი მინდა. ჩემთვის ორივეგან მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ერთ-ერთის გარეშე სრულფასოვანი მსახიობი ვერ ვიქნები.
– დატვირთული გრაფიკი გაქვს?
– არის შემთხვევები როცა საერთოდ არაფრისთვის არ მრჩება დრო, ხან კი პირიქითაა. ახლა ძალიან დაკავებული ვარ სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ. რეპეტიციები, "შუა ქალაქის" ჩაწერები, სპექტაკლებში თამაში და ფილმის გახმოვანებები _ ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებ. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მათ ყველაზე კარგად გამოსდით ჩემი რელაქსაცია.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა. ამ კითხვას ხშირად მისვამენ. მეკითხებიან თუ რატომ არ ვთხოვდები. ეს ძალიან ადრეა, ჯერ უამრავი საქმე მაქვს. მირჩევნია კარიერა ავიწყო და პირად ცხოვრებაზე მერე ვიფიქრო.
– სამსახიობო კარიერით თავის რჩენა შეიძლება?
– ქართველი მსახიობები დაბალ ანაზღაურებას შეგუებულები ვართ. ეს ძალიან შრომატევადი საქმე, საქართველოში შესაბამისი ხელფასით არ ფასდება. ბევრ ფილმზე მიმუშავია ანაზღაურების გარეშე, რადგან უქმად ყოფნას მერჩივნა გამოცდილება მაინც მიმეღო. ჩემი შემოსავლით, ჩემს თავს ვინახავ. სხვა რაღაცეებზე ლაპარაკი ზედმეტია.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ზაფხულში ფილმის გადაღებები მეწყება. დეტალებს წინასწარ ვერ გაგიმხელთ. ბოლო სამი წელია, ზაფხულში დასვენებას ვერ ვახერხებ, სულ გადაღებები მაქვს. ზაფხულში უფრო მოთხოვნადი მსახიობი ვარ, _ ვიდრე ზამთარში (იცინის). ვფიქრობ საზღვარგარეთ სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზეც. მაგრამ არ ვიცი ამას როდის მოვახერხებ.

0
363
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0