x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
კუნძული Socotra
Socotra Main


დედამიწაზე არსებული მრავალი ულამაზესი ადგილიდან აღსანიშნავია ერთერთი ულამაზესი ადგილი - კუნძული Socotra (Soqotra). ეს არის პატარა კუნძული ინდოეთის ოკეანეში აფრიკის სანაპიროსთან, კონტინენტიდან 190 საზღვაო მილის (220 მილი ანუ 350 კილომეტრი) დაშორებით, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით, ეკუთვნის იემენის რესპუბლიკას. კუნძული Socotra ეკუთვნოდა Adan-ის გუბერნიას, თუმცა 2004 წლიდან იგი Hadhramaut-ის გუბერნიას მიუერთეს, რადგან იგი Adan-ის გუბერნიასთან შედარებით უფრო ახლოს იყო (თუმცა კუნძულის უახლოესი გუბერნია Al Mahrah არის).


კუნძულის სახელწოდება სანსკრიტულ ენაზე ასე ჟღერს - "dvipa sakhadara". იგი შეიძლება ითარგმნოს, როგორც "ნეტარების კუნძული".


SocotraDracaena cinnabari
Socotra

Socotra არის ერთერთი ყველაზე იზოლირებული ლანდშაფტი მთელს დედამიწაზე (არა ვულკანური წარმოშობის). იგი ოდესღაც სუპერკონტინენტ Gondwana-ს (მაგ. პანგეა - დედამიწა სანამ ის გაიყოფოდა დღეს არსებულ კონტინენტებად) ნაწილი იყო, სანამ შუა პლიოცენის (დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ) პერიოდში არ გაჩნდა Aden-ის ზღვის ყურე.



აღნიშნული არქიპელაგის (კუნძულთა ჯგუფი) შემადგენლობაში შედის კუნძული Socotra (3625 კმ² ანუ 1400 მილი²), სამი პატარა კუნძული - Abd al Kuri, Samhah და Darsa. მათ გარდა არის კიდევ მცირე, კლდის ნაწილებისგან შექმნილი პატარა კუნძულები, რომლებიც ადამიანთა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, თუმცა ფრინველებისთვის მშვენიერი დასასვენებელი ადგილია.


კუნძული სამ გეოგრაფიულ ზონად იყოფა: ვიწრო ზღვისპირა დაბლობი, კირქვის პლატო, რომელზეც მრავლადაა კარსტული მღვიმეები და Haghier-ის მთათა სისტემა. მთის სიმაღლე დაახლოებით 5000 ფუნტია (1525 მეტრი). კუნძული დასავლეთისკენ 80 მილი (130კმ) გრძელდება, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ საშუალოდ - 18-22 მილი (30-35კმ).

ტროპიკული უდაბნოს კლიმატია კუნძულზე. ნალექი სეზონურია (ზამთარში) და დიდი რაოდენობითააა მთებში. სანაპირო ზოლში ზღვიდან ხშირია მუსონები (ძლიერი ქარი).

Dorstenia gigasDorstenia gigasDorstenia gigasDorstenia gigas

Socotra ფლორა და ფაუნის მხრივ უძვირფასეს ადგილად ითვლება. ხანგრძლივად იზოლირებულმა გარემომ საოცარი კლიმატური პირობების გამო შექმნა სწორედ ეს გვალვაგამძლე ენდემური ფლორა. კუნძულზე 800-ზე მეტი ჯიშის ენდემური მცენარე ხარობს. აღნიშნული არქიპელაგი გლობალური მნიშვნელობისაა ბიომრავალფეროვნების მხრივ. ერთერთი ნათელი მაგალითია დრაკონის სისხლის ხე (Dracaena cinnabari). მისი წითელი ფერის წვენს (დრაკონის სისხლს) ძველად საღებავად და სამედიცინო დანიშნულებით იყენებდნენ. აქ ასევე გვხვდება კიდევ ერთი აღსანიშნავი მცენარე Dorstenia gigas. კუნძული მდიდარია ფრინველების ფლორითაც, მათ შორის არიან ენდემური სახეობებიც, მაგალითად: Socotra-ს შოშია Onychognathus frater, Socotra-ს Sunbird Nectarinia balfouri, Socotra-ს ბეღურა Passer insularis და Socotra-ს ფართენისკარტიან ფრინველთა სახეობა Rhynchostruthus socotranus.

Onychognathus fraterSunbird Nectarinia balfouriPasser insularisRhynchostruthus socotranus


კუნძულ Socotra-ს გააჩნია მტკნარი წლის დიდი მარაგი, რის გამოც მრავლადაა ენდემური თევზისა და კიბორჩხალების სახეობებიც. გვალვაგამძლე მცენარეები (დრაკონის ხე (Dragon tree), კიტრის ხე (Cucumber tree), ბოთლის ხე (Bottle tree)) უზრუნვეყოფენს დიდი გვალვის პერიოდში ცხოველთა გამოკვებას.


SocotraSocotraSocotraSocotra

სამოგზაურო ადგილი ვერ შეგოთავაზეთ, მაგრამ, მგონი, მაინც კარგი და ლამაზი ადგილია. შეგახსენებთ, რომ კუნძული Socotra მსოფლიომ გადაშენების და განადგურების პირას მყოფი ადგილების ათეულში შეიყვანა. იგი განსაკუთრებულია თავისი ბიომრავალფეროვნებით.




2
172
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
172
  
2013, 27 მაისი, 19:51
რა საოცარი სილამაზის ხეებია. არც მინახავს ეგეთი არსად. მადლობა, რომ გვანებივრებთ ასეთი საინტერესო სტატიებით. :)
2013, 26 მაისი, 13:25
მოგზაურობაც შეიძლება, პროსტა სათანადო აღჭურვილობა და სიფრთხილე გინდა რამემ არ შეგჭამოს :D
0 1 2