x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა გვიშლის ხელს ჭარბი წონის დაკლებაში

image ზაფხული მოვიდა და ყველას ფორმაში ჩადგომა უნდა.აქტუალური ხდება ჭარბი წონის მოცილებაზე ფიქრი, ათასგვარი დიეტა და საკვების შეზღუდვა. ლამაზი სილუეტისა და ჩვენი საყვარელი, დავიწროვებული სამოსის მორგება მართლაც და უდიდესი მოტივაციაა, მაგრამ ხშირად ყოველდღიური ემოციური ფონი გვაიძულებს დიეტა დავივიწყოთ და მივირთვათ ყველაფერი, რასაც მივწვდებით.

"ბინდჟინგი-"გადაძღომა ემოციურ ფონზე, ასე უწოდეს საზღვარგარეთელმა დიეტოლოგებმა ამ ფენომენს.

არსებობს გადაძღომის სოციალური მიზეზი, როდესაც არსებული სიტუაცია გვაიძულებს მივირთვათ ზედმეტი. მაგ: მზრუნველი დედის ხათრი; სტუმრად ყოფნისას, სადაც შემოთავაზებულ კერძზე უარის თქმა მასპინძელს გაანაწყენებს. შინაგანია "ბინდჟინგი"-როცა მივირთმევთ ძლიერ ემოციურ ფონზე. ცნობილია რომ პენელოპა კრუზმა "ოსკარის" მიღების შემდეგ ერთდროულად შეჭამა თითქმის 300 "კანაპე".

ზოგჯერ მივირთმევთ, იმიტომ რომ გვაინტერესებს ვიზუალურად მიმზიდველი საკვები, იმიტომ რომ სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდებით და ვცდილობთ ჭამით დავძლიოთ დაღლილობა. ერთი სიტყვით-ყოველთვის ვახერხებთ რაღაც გამამართლებელი ახსნა მოვუძებნოთ ე.წ. " ბინდჟინგს" და უცნაურია, რომ დარწმუნებულები ვართ, ეს მხოლოდ ერთჯერადი ჩავარდნაა, ხვალიდან დიეტას დავიწყებთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.


თუკი თქვენ თვლით რომ ემოციური დაძაბულობისას სადილობის სურვილი გიჩნდებათ, მაშინ დაუყონებლივ უნდა დაიწყოთ ბრძოლა ამ მავნე ჩვევის წინააღმდეგ.გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე. იკითხეთ საინტერესო წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, ან გაისეირნეთ, დაკავდით საოჯახო საქმეებით, ისაუბრეთ მეგობართან..... ერთი სიტყვით იფიქრეთ სხვადასხავა რამეზე, მანამდე, ვიდრე ჭამის სურვილი მთლიანად არ გაგიქრებათ. ებრძოლეთ საკუთარ თავში ამ არასასურველ ჩვევას და შედეგიც არ დააყოვნებს.თქვენ უფრო მომხიბლავი, თავდაჯერებული და მიზანდასახული იქნებით!

0
365
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0