x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე დიდი კატები მსოფლიოში
მსოფლიოში ყველაზე დიდი კატების ჯიში აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკაში მე-19 საუკუნის 50-იან წლებში. ეს იყო საოცარი ძალის, სინაზისა და გამძლეობის მქონე უზარმაზარი კატა. კატის ამ ჯიშის წარმოშობასთან დაკავშირებიტ უამრავი ლეგენდა არსებობს, ზოგი თვლის, რომ ეს სწორედ ის ჯიშია, რომელიც ინდიანს შეხვდა ამერიკაში, სხვები კი ფიქრობენ, რომ ამ ჯიშის წარმოქმნა ვიკინგებს უკავშირდება. კატა კარგადაა ადაპტირებული ჩრდილოეთი ამერიკის საკმაოდ მძიმე ჰავას. ისინი ფერმების ახლოს ცხოვრობდნენ და რადგან იქ უამრავი მღრღნელი ბინადრობდა და ისინიც საკმაოდ კარგი მონადირეები იყვნენ, ამიტომ თავის შენახვა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. "Maine coon" (მენის (შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში) ენოტი) ასე უწოდებენ ამ კატის ჯიშს, რომელიც ითვლება წმინდა სისხლის პირველ ამერიკელ კატად და საკმაოდ პოპულარულია კატების საერთაშორისო "გამფენებზე".


World’s Biggest Cat

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან Maine coon-ის ჯიშის კატები ევროპაშიც გახდნენ პოპულარულები. მათი ნაზი ბეწვი კარგ მოვლას მოითხოვს, რომლის შედეგადაც იგი უზადოდ ბრწყინავს. საკმაოდ გონიერი კატა კარგად ეგუება სხვა ცხოველებთან ერთად ცხოვრებას და უკომფლიქტოა თავად ძაღლებთანაც კი.


World’s Biggest Cat



მსოფლიოში ყველაზე დიდი კატის ჯიში Maine coon-ია. ამ ჯიშის კატის საშუალო წონა:

მამრი - 8-12კილოგრამი (არსებობენ 15კგ-იანი ეგზემპლარებიც)

მდედრი - 6-9 კილოგრამი


ამ ჯიშის კატების ნორმალური ზომა და წონა 3-5 წლამდეა.

World’s Biggest Cat


ამ ჯიშის კატებს აქვთ საკმაოდ დიდი ზომის ყურები, მკერდი, საკმაოდ მძლავრი კუნთოვანი და ძვლოვანი სტრუქტურა. მათი ხშირი ბეწვი ხელს უწყობს ზამთრის მკაცრ კლიმატთან ადაპტაციაში. მათი გრძელი ბეწვი განსაკუთრებით ნაზი ბეჭებთან და ფეხებზეა. მათი გრძელი და ფუმფულა კუდი გულგრილს არავის ტოვებს.


World’s Biggest Cat


ამ ჯიშის კატებს სხვადსხვა შეფერილობის ბეწვი გააჩნიათ. Maine coon-ის ჯიშის უდიდესი კატები თითქმის ყველა ფერისანი არიან, გარდა ლურჯის, მწვანესა და ვარდისფერისა. ფერები შეჯვარების შედეგად სხვადსხვანაირად ყალიბდება (მაგ. შოკოლადისფერი, რომელიც უცხოა ამ ჯიშის კატებისთვის). ამ ჯიშის კატებში ყველაზე გავრცელებული ჭრელი ყავისფერია. ჯიშის შეჯვარების შედეგად კატებს თვალის ფერიც განსხვავებული აქვთ, თეთრი ფერის გარდა ყველა ფერის თვალებიან კატას იხილავთ ამ ჯიშში.


მსოფლიოში Maine coon-ის ჯიშის კატები განთქმულები არიან თავიანთი სილამაზით, ფიზიკური შესაძლებლობებით, კარგი ხასიათითა და სიჭკვიანით. ეს თვისებები ამ ჯიშის ყველა წარმომადგენელს ახასიათებს. Maine coon მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატის ჯიშია.


World’s Biggest Cat


ამ ჯიშის წარმომადგენელმა, Stewie-მ Reno-დან (ნევადა) დაარღვია გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი კატების ზომები. როგორც Reno-ს ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, 5 წლის კატა 48.5 ინჩი (დიუმი - 2.54სმ) სიგრძის იყო. წინა რეკორდი 48 ინჩი იყო. Stewie-ის პატრონები გახლდნენ Robin Hendrickson და Erik Brandsness. ისინი ბედნიერები იყვნენ, რადგან მათი კატა მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში და პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში.

World’s Biggest Cat


კატების მოყვარულებისთვის, მგონი, საინტერესო ინფორმაციაა.



7
390
18-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
390
  
2013, 23 მაისი, 11:47
ძალიან გაწუხებენ?
2013, 22 მაისი, 23:30
ძალიან საყვარელი კატუნიები არიან
2013, 22 მაისი, 22:19
კატები კი არა, ნამდვილი მონსტრები არიან:D
2013, 22 მაისი, 21:46
:) მადლობა დიდი
2013, 22 მაისი, 21:45
მე რომ კატები არ მიყვარს ეს იმას როდი ნიშნავს რომ სტატიაც არ მომეწონა ან არ ვარგა:) მე ყოველთვის ვაფასებ შენს ნაშრომებს
2013, 22 მაისი, 21:41
დიდი ფანი ვარ კატებისთქო რომ ვთქვა მოგატყუებთ, მაგრამ გინესის რეკორდებზე და მსოფლიოში ყველაზე დიდი კატების ჯიშზე რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა :) დაინტერესებულ პირებს გამოადგებათ :) გარფილდის გადაღების იდეა სწორედ ამ გინესის რეკორდსმენს უკავშირდება
2013, 22 მაისი, 21:39
რა აუტანელი არსებები არიან და ისიც ამოდენები:)
0 1 7