x
image
worldsport.ge
“ვესტ ჰემი” ენდი ქეროლში 12 მილიონს გადაიხდის

imageლონდონის “ვესტ ჰემის” თავდამსხმელი ენდი ქეროლი, რომლის სატრანსფერო უფლებები “ლივერპულს” ეკუთვნის, უახლოეს ხანში შესაძლოა “ჩაქუჩების” სრულფასოვანი წევრი გახდეს.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “ლივერპული” დათანხმდა, რომ ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის დროს ქეროლი “ვესტ ჰემს” მიჰყიდოს.
ფორვარდის სანაცვლოდ მერსისაიდელები 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ “ვესტ ჰემი” ფულს ერთბაშად გადაიხდის. გარდა ამისა, გარკვეულ თანხას “ლივერპული” იმ შემთხვევაშიც მიიღებს თუ ქეროლი ლონდონელთა რიგებში წარმატებით ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ 2011 წელს “ლივერპულმა” ქეროლი “ნიუკასლისგან” 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0