x
image
K.P.
რატომ ცხოვრობენ ორსული დები, ნინი ბადურაშვილი და ანასტასია თოფურიძე ქმრებისგან მოშორებით?

imageყველასათვის საყვარელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი და მისი მოდელი და, ანასტასია თოფურიძე ორსულად არიან. ნინი გოგოს ელოდება, რომელსაც ელენეს დაარქმევს. ანასტასია ბიჭს, რომელსაც გარდაცვლილი ბიძის სახელს, ლადოს დაარქმევს. (ლადო ეკა კახიანის ძმას ერქვა, რომელიც 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეკას სულ უნდოდა ბიჭი ჰყოლოდა და ძმის სახელი დაერქმია. ახლა კი მისი შვილიშვილი ატარებს გარდაცვლილი, საყვარელი ძმის სახელს.) imageგოგონები ერთი კვირის შუალედით იმშობიარებენ. ორსულები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ერთად ვარჯიშობებნ, სეირნობენ და რაც მთავარია ჯანმრთელად იკვებებიან. ნინი ჭირვეული ორსულია, ანასტასია არა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ორივე დის ქმარს ირაკლი ჰქვია, ორივე 31 წლისაა და ორივენი ქმრებისგან მოშორებით ცხოვრობენ. ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი წყალბურთელი გახლავთ. ორსულ ნინის ძალიან უნდოდა მშობიარობის შემდე დედა გვერდით ჰყოლოდა. ცხადია დედა ორსულ ანასტასიასაც სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ მომღერალი საქართველოში იმშობიარებს. ანასტასიას მეუღლე, ირაკლი გაბაშვილი ახლა კიევშია, საქმეები აქვს. ეკა კახიანის მტკიცებით მის ორივე ქალიშვილს მყარი ოჯახი აქვს და ძალიან ბედნიერებიც არიან.image

"ჩემი სიძეები ძალიან მიყვარს, მათთან ვმეგობრობ. ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები, კარგი მეგობრები არიან. ტიპური სიძე–სიდედრის ურთიერთობა არ გვაქვს. ჩემგან ისინი გრძნობენ კეთილგანწყობას და მე – მათგან. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასე იქნება. ვერაფერს ვხედავ ისეთს, რომ ვიჩხუბო. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი არაჩვეულებრივი სიძე მყავს – ირაკლი კუტალაძე და ირაკლი გაბაშვილი. ორივე ძალიან კარგი და სიმპათიური ადამიანია. რაც მთავარია, ჩემი შვილები მათ გვერდით ბედნიერად გრძნობენ თავს"-გვიამბობს ეკა. image
ნინისა და ანასტასიას უმცროსი და, ქეთო თოფურიძეც ძალიან გახარებულია დების ბედნიერებით: "ბედნიერი ვარ, ასეთი არაჩვეულებრივი სიძეები რომ მყავს. როცა ნინი მოსკოვშია, მენატრება, მაგრამ იმაზე ფიქრი მამშვიდებს, რომ ბედნიერია. მერწმუნეთ, ჩემთვის ეს არის მთავარი. ბედნიერი ვარ, რადგან დებს გახარებულებსა და ბედნიერებს ვხედავ. ნინი ივლისის ბოლოს ელოდება გოგოს, ანასტასია კი აგვისტოს დასაწყისში - ბიჭს". ვუსურვოთ გოგონებს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage








imageimageimageimage


2
7407
11-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
7407
  
2013, 27 მაისი, 20:47
ქრისტინე იმედაძეს ორსულადაა ?
2013, 21 მაისი, 18:22
ნინი ძალიან მიყვარხარ
0 1 2