x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ დამნაშავეთა დასჯის პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ გასაჯაროვდება გამოძიების შედეგები

imagegeotimes.ge-ის ინფორმაციით, პროკურატურას ყველა გახმაურებული საქმე გამოძიებული აქვს და როდესაც დამნაშავეთა დასჯის პოლიტიკური ნება იქნება, მხოლოდ მაშინ გასაჯაროვდება გამოძიების შედეგები.

ინფორმაცია ერთგვარად გაამყარა პრემიერმინისტრის განცხადებებმა, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: " ჩვენი გუნდი ისევ ფიქრობს, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მაღალი თანამდებობის პირებს პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს. სააკაშვილმა ეს უარყო და ჩიხში შეიყვანა ამნისტიის კანონზე მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს. პროცესები ხურდება, ძალიან ბევრი განცხადებაა პროკურატურაში და არ იქნება სასურველი, რომ მასობრივი დაპატიმრებები დაიწყოს. აი, ვნახოთ, ახლოს როდესაც მივალთ და უფრო აშკარა გახდება პროკურატურის ქმედების შედეგები, მე ვფიქრობ, შეიძლება ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ამნისტია საჭირო გახდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმინისტრის ორაზროვანი ნათქვამი შესაძლოა პროკურატურის საქმიანობაში არაპირდაპირ ჩარევადაც იყოს აღქმული. ყოველ შემთხვევაში ის, რომ პროკურატურა ამ დრომდე აჭიანურებს გამოძიებას, ამ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს.
geotimes.ge. აღნიშნული ინფორმაციასთან დაკავშირებით ადვოკატ ქეთი ბექაურს დაუკავშირდა.


ქეთი ბექაური: "ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან ჩვენ ვართ დამოკიდებულები რას იტყვის მთავარი პროკურატურა და მისი პრესცენტრი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ალბათ განაცხადებს, რომ ეს საქმეები გახსნილია, მაგრამ ჯერჯერობით წინსვლას საზოგადოება ვერ ხედავს. თუკი ასეთი აზრი უკვე მუსირებს, რომ გახმაურებული საქმეები გახსნილია და არ ახმაურებენ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია და ამის გაკეთების უფლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს არც პროკურატურას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში გათელილი იყო ადამიანების უფლებები და სწორედაც ხალხის დაკვეთა იყო დღევანდელი მოქმედი ხელისუფლებისათვის, ( როდესაც არჩევანი მათზე შეაჩერა საზოგადოებამ) რომ მართლმსაჯულებას უნდა ეზეიმა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალი ურმით მოდის და ადამიანებს მოთმინების ფიალა ევსებათ. ყველა ელოდება თუ როდის დაისჯებიან დამნაშავეები, როდის იხილავენ მათ საბრალდებო სკამზე. და თუ პროკურატურაში ასეთ ფაქტს მართლა აქვს ადგილი ეს არაა კარგი. მაგრამ პროკურატურა უგულავას შემთხვევაში პირველ ეტაპზე უძლური აღმოჩნდა. როგორც იურისტს შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად უგულავას შემთხვევაში სასამართლომ იხელმძღვანელა შერჩევითი სამართლის პრინციპებით, რასაც წერტილი უნდა დაესვას ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში.
კარგია, რომ მოკლე დროში მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის საბჭოს დააკომპლექტებს. მიუხედავად იმისა, რომ მაინც მიუღებლად მიმაჩნია პროკურატურის მოქმედება (რასაც მეუბნებით თუ მართალია), არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ საბჭოს დაკომპლექტებას ელოდება პროკურატურა. რადგან დღევანდელ სასამართლოს ისევ მართავს კუბლაშვილი და მის ნებაზე დამოკიდებული მოსამართლეები. ისინი რა თქმა უნდა არ არიან თავისუფალი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში. ის რომ უგულავას მიმართ სასამართლომ არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ გამოიტანა სასამართლომ, რაც ყველანაირი ნორმის დარღვევა იყო.
ასევე მერაბიშვილია თუ მაისურაძე, მისი მინისტრობის დროს არაერთი გახმაურებული მკვლელობები იქნა ჩადენილი და ყველაფერ ამაზე პასუხი უნდა აგონ მაშინდელმა თანამდებობის პირებმა, რადგან, როგორც მინიმუმ, ისინი იყვნენ ამ დანაშაულების საქმის ყურში, ესეც არანაკლებ დანაშაულია.
რაც შეეხება ლობჟანიძის აგარაკის ძალით დაკავებას, სხვის ქონებაში უკანონოდ შეჭრის უფლება კონსტიტუციით არავის არ აქვს, ეს არის უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლი და არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
წლების მანძილზე ხომ გახსოვთ როგორი სისასტიკით სჯიდნენ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან გვქონდა საქმე, სასამართლო დიდი აღტკინებით ამწესებდა მათ გისოსებს მიღმა და დღეს რატომღაც მძიმე დანაშაულში მხილებული პირები, როგორიცაა უგულავა იგივე ჩოჩელი და სხვ. დასეირნობენ თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ თავს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანამ მოსამართლეთა მართვის სადავეები კუბლაშვილს ხელთ უპყრია, სამართლიანობის აღდგენის შანსი ძალიან მცირეა. ასევე მოსამართლეები გოგინაშვილი, ჩემია, ესებუა, ჯორბენაძე და ა. შ ამ სისტემაში არიან, მანამდე ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს.

0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0