x
image
lady.ge
ლამაზები და მარტოსულები, მიზეზი თქვენს პირად ჰოროსკოპშია
image


მსოფლიოში ცნობილი

ქალების სიას
თუ გადავხედავთ, ხშირად შეიძლება
აღმოვაჩინოთ, რომ
ბევრი ლამაზი
ქალი იყო
სინამდვილეში მარტოსული
და უბედური,
ბრწყინვალე კარიერის
და მასების
მხრიდან ფეტიშად
აღიარების მიუხედავად. ნებისმიერი ასეთი
ქალის პრობლმებს კი პირადი ჰოროსკოპი სცემს პასუხს. ასე
მაგალითად მსოფლიოში ცნობილი ულამაზესი მოდელი, ენდი
უორჰოლის მუზა ედი სედვიკი რომელიც 28 წლის ასაკში დაიღუპა
ნარკოტიკების გადამეტებული დოზით, თავს გამუდმებით მარტოსულად გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ მის გარშემო გამუდმებით იერეოდა თაყვანისმცემლების დიდი არმია. არანაკლებ უბედური იყო მერილინ მონრო, მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო რომელმაც სამჯერ შექმნა ოჯახი ბედენიერების ძიებაში და ვერც
ერთხელ ვერ შეძლო თავი ბედნიერად ეგრძნო. მე შევეცდები
აგიხსნათ, რა არის ხოლმე მიზეზი ჰოროსკოპის მიხედვით,
როცა ერთი შეხედვით ლამაზი, წარმატებული ქალი ვერ
ახერხებს პირადი ცხოვრების აწყობას. უმთავრეს პრობლემას
ამ შემთხვევაში ქალურობისა და სიყვარულის გამოხატვის უნარზე
პასუხისმგებელი პლანეტები ქმნიან. ყველაზე დიდ პრობლემას
კი მთვარის და ვენერას კივადრატი ან სულაც ოპოზიცია იწვევს.
მარტივად რომ გითხრათ თუკი ეს ორი პლანეტა ერთმანეთს „ეჩხუბება“ ქალს გამუდმებით შეეპარება ეჭვი საკუთარ გარეგნობაში, მომხიბვლელობასა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას წარმატებაში, რადგან გამიდმებით ექნება არასრულფასოვნების კომპლექსი იმისა რომ ის არ არის საკმარისად
მომხიბვლელი და რომ გარშემო მასზე ბევრად უფრო ლამაზები და კარგები არიან. მაგრამ ყურების
ჩამოყრას ნუ იჩქარებთ, თუკი აღმოაჩინეთ რომ მსგავსი დაპირისპირების მფლობელი ხართ პირად რუკაში.
არ დაგავიწყდეთ ამ ქვეყნად ყველაფერი ექვემდებარება კორექციას, მათ შორის ჩვენი შინაგანი
შიშები და კომპლექსებიც. აქედან გამომდინარე როცა ვიცით რაშია ჩვენი პრობლემა, მისი
გადაჭრის გზებიც მოიძებნება. ამ შემთხვევაში კი რაკიღა საუბარია საკუთარი თავის მიმართ
დაბალ თვითშეფასებაზე, ასტროლოგების აზრით საიმისოდ რომ ამ რთული ასპექტის „დამუშავება
„ მოახერხოს ქალმა, აუცილებელია მაქსიმალურად
აამოს პლანეტა ვენერას, პირველ რიგში გარდერობი
შეცვალეთ. ბევრი ფერადი, პასტელური ტონი შეიტანეთ თქვენს ჩაცმულობაში, ჩაცმის სტილი
კი ჰაეროვანი და ხაზგასმით ქალური გახადეთ

image



არავითარი მკვეთრი მაკიაჟი და ჩაშავებული
თვალები! (როგორც ეს ედი სედვიკს ჰქონდა)



არავითარი ბიჭური ვარცხნილობა და უმანიკურო
თითები! თქვენ დღითი დღე უნდა დახვეწოთ თქვენი თავი, რათა პლანეტა ვენერას სტანდარტებს

შეესაბამებოდეთ. ამას გარდა, უმთავრესი პრინციპი რომლის დაცვაც გევალებათ ამ ასპექტის
დამუშავებისას არის ის, რომ უნდა გასცეთ ძალიან ბევრი სითბო. გასცეთ უმისამართოდ, დაწყებული

image

მზობლის ლეკვის მოფერებით, დამთავრებული მოხუცი ბებიის მონახულებით და ჩახუტებით. ქალები
რომელთაც პირად რუკაში მსგავსი ასპექტები აქვთ, სწორედ რომ სითბოს გამოხატვის უუნარობით
იტანჯებიან. შესაბამისად კი მათ მიმართ სამყარო
ბუმერანგულ პრინციპს აამოქმედებს, არ გასცემ-არ მიიღებ. ასე რომ დროა საკუთარ თავში
რამე უკეთესობისკენ შევცვალოთ. ასტროლოგია ეს არ არის კანონი! ჩვენ თავად ვირჩევთ იმას
თუ როგორ ვიცხოვროთ, მისი დახმარებით.

6
5269
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
5269
  
2015, 7 სექტემბერი, 9:03
ასტროლოგია არის თაღლითობა.
2012, 23 დეკემბერი, 20:36
ჩემი ვენერა არის ტყუპებში, მთვარე მერწყულში (შავიც) და რა გავლენას ახდენს ეს?
2012, 4 ივნისი, 23:09
აუ პირადი ჰოროსკოპი როგორ შევკმნა?არ მიმარტლებს არც კარიერაში არც სიყვარულში.
2012, 28 აპრილი, 14:02
დრაკონუკა-კიბო და მშვილდოსანი არც კვადრატს ქმნის არც ოპოზიციას, ასე რომ ამ მხრივ არ გაქვთ პრობლემა. თუმცა მთვარის გამო საკმაოდ ცვალებადი ხასიათი კი ნამდვილად გექნება
2012, 28 აპრილი, 13:08
ვნანობ, რომ ასტროლოგი არა ვარ, რამდენ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებდი! :)
2012, 26 აპრილი, 7:28
ჩემი ვენერა არის მშვილდოსანში და მთვარე კირჩხიბში.... რა გავლენას ახდენს ეს ჩემზე?
0 1 6