x
image
worldsport.ge
ჭანტურია “ვიტესში” არ დაბრუნდება

imageგიორგი ჭანტურია, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ ვლადიკავკაზის “ალანიაში” იჯარით თამაშობს, არნემის “ვიტესში” არ დაბრუნდება. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა gelderlander.nl-ი იუწყება.
ხსენებული ინფორმაცია “ვიტესის” ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლიიუვენმაც დაადასტურა, რომელმაც ქართველი ნახევარმცველის სხვა კლუბში განათხოვრება არ გამორიცხა. ჭანტურიას “ვიტესთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონის მან არნემულ კლუბში დაიწყო, თუმცა ზამთარში “ალანიაში” გაანათხოვრეს.
ბოლო დროს ჰოლანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭანტურიას შეძენით იტალიური “ტორინოა” დაინტერესებული.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0