x
image
worldsport.ge
რაფაელ მარტინეტი: “ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობები უნდა გავაერთიანოთ”

imageჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტის აზრით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭიდაობის დასაბრუნებლად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის გაერთიანებაა საჭირო. ამ ინიციატივით მარტინეტიმ ფილას ბიუროს ოფიციალური წერილითაც მიმართა.
ვიდრე ამ განცხადებას გააკეთებდა, რაფაელ მარტინეტიმ თავადაც აღიდგინა ფილას ბიუროს წევრის სტატუსი, რომელიც ბიუროს ხმის უფლების მქონე წევრებმა 16 თებერვალს ჩამოართვეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინასწარი გადაწყვეტილების გამო დანიშნულ სხდომაზე. მარტინეტიმ უმალ საარბიტრაჟო სპორტულ სასამართლოს მიმართა და სასურველი ვერდიქტიც მიიღო, მაგრამ კიდევ რამდენიმე მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. მათ შორის ფილას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნენად ლალოვიჩის არჩევის არალეგიტიმურად გამოცხადებისა და უახლოესი კონგრესის გაუქმების შესახებ მოთხოვნები.
კონგრესი ხვალ მოსკოვში გაიმართება. დღის წესრიგის უმთავრესი თემა კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ კომიტეტში დასაბრუნებელი გზების მოძებნა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის მიმდინარე მოლაპარაკების მიმოხილვა იქნება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0