x
image
კატაპულტი
ცრურწმენები

imageალბათ, ხშირად გაგიგონიათ გამოთქმები “შავმა კატამ გადამირბინა", "მარცხენა ფეხზე ავდექი" და ა.შ.ბევრისათვის ასეთი ფრაზები ღიმილისმომგვრელია.მათ არც ეკლესია აღიარებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მსგავსი ცრურწმენები.ზოგიერთი ხალხის ცრუ წარმოდგენები თითქმის იდენტურია სხვებისა.ზოგიერთიც სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქმება სხვადასხვა ქვეყნებში.არ არსებობს რაიმე ნიშნით და თემით აგორებული ცრურწმენები, ისინი ყველა თემას მოიცავს.ქვემოთ მოყვანილია ცრურწმენების საკმაოდ მოზრდილი სია და თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ იგი სხვადასხვა საკითხს ეხება:

ცუდ თვალზე შეხედვა; ორშაბათ დღეს დაბანვა არ ვარგა; სახლიდან როცა გადიხარ, რამეზე არ უნდა შემობრუნდე; ორშაბათს გასესხებული ფული შეიძლება დაგეკარგოს; ამა თუ იმ ტანსაცმლის ტარებისას ბედნიერება ან პირიქით, განსაცდელი თუ გეწვიათ, იგივეს ჩაცმისას იგივე განმეორდება;ახალი ტანსაცმელი ბედნიერების მომტანია, როცა ყიდვის მომენტში ტანზე იტოვებთ;მგზავრობისას უბედურებაზე არ უნდა ილაპარაკოთ;13 რიცხვი უბედურების მომტანია და ა.შ.

როგორც ხედავთ, ცრურწმენათა თემატიკა საკმაოდ ფართოა.საინტერესოა, საიდან იბადება ცრურწმენები?ფსიქოლოგების მოსაზრებით, მსგავსი შეხედულებები წამოსულია ცალკეული ინდივიდებისაგან, რომელთაც შეძლეს და საკუთარი მცდარი შეხედულება თავს მოახვიეს თავის გარშემომყოფთ.

ამგვარად, ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ახალი ცრურწმენა შექმნას, თანაც ძალიან მარტივად, თუ დასაბუთებასაც მოუძებნით.

7
245
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
245
  
2013, 4 ივნისი, 10:48
:D:D:D რა მიხვედრილი ხარ:) გავიფიქრე,მაგრამ ვინ მაცალა თქმა?;)
2013, 4 ივნისი, 10:44
;) გავითვალისწინებ :) როცა წავიკითხე, მაშინ ინტერნეტი საქართველოში არ არსებობდა :) ეხლა არ თქვა არც კალამიოო? :P
2013, 4 ივნისი, 10:33
სამწუხაროა:( შენს გვერდზე ჩანიშნე რომ გაიგებ ხოლმე და მოგეხსნება პრობლემა:)
2013, 4 ივნისი, 10:30
გაიხარე ;) კიდევ უამრავი ვიცოდი, მაგრამ სამწუხაროდ მეხსიერებას ესენიღა შემორჩა :)
2013, 4 ივნისი, 10:02
საინტერესო ისტორიები იყო,მადლობაა:)
2013, 25 მაისი, 21:57
და თუ არ სეგაწყენთ კიდევ ერთს დავწერ. 3. დედა არ უნდა დაესწროს შვილის ნათლობასო, ესეც მცდარია ხალხნო, დედა განა არ უნდა დაესწროს, უბრალოდ ვინაიდან ბავშვის ნათლობა 40-ი დღიდან შეიძლება და ძალიან ბევრი ნათლავს შვილს 40 დღისას, მშობლებიც ესწრებიან, უბრალოდ დედამ აუცილებლად მშობიარობის შემდეგ უნდა წააკითხოს რომელიმე მოძგვარს 40-ე დღეს "განწმენდის ლოცვები", მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა უფლება ტაძარში შესვლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ დღესასწაულსა თუ ლიტურღიაზე არ დაიშვება ასეთი ქალი ტაძარში, იგი ბილწად ითვლება. ასე, რომ განწმენდილი ყველა დედა ესწრება შვილის ნათლობას.
2013, 25 მაისი, 21:53
მაპატიოს ყველამ, მაგრამ "ცრუ რწმენების" ავტორებს გონება ჩამოქვეითებულებად მივიჩნევ და სხვათაშორის მაქვს ადრე წაკითხული ერთ-ერთ ჩამოსაკიდ მრავალფურცლიან კალენდარში რამდენიმე ისტორია ცრუ რწმენების შესახებ, მაგალითად: 1. მარილს თუ დააბნევთ, ამას ჩხუბი მოყვებაო და ამიტომ მარილის დაბნევა არ შეიძლებაო... და აი საიდან წარმოიშვა ეს მცდარი, არასწორად გაგონილი და გადაკეთებული, ადრეულ ხანებში მარილის მოპოვება ყოფილა ძალიან რთული, ამიტომ იყო ძვირი და ბევრისთვის რთული ხელმისაწვდომი, რის გამოც ოჯახში რომელიმე წევრს თუ დაებნეოდა, ამას მოყვებოდა კამათი მისი ასეთი იშვიათობის გამო, არადა რა აუცილებელი რაციონია თქვენ წარმოიდგინეთ, იჩხუბებდა ოჯახები აბა რას იზამდა. 2. ბაყაყი არ მოკლათ, წვიმა მოვაო... ალბათ გაგეცინათ და ესეც გეცნოთ :) თურმე ბაყაყები მგრძნობიარენი ყოფილან ამინდის მიმართ და თურმე როცა წვიმას დააპირებს, ამას ისინი წინასწარ გრძნობენ და ამოდიან ხმელეთზე, (ოღონდ ეგ აღარ ვიცი რატომ), ხოლო ხმელეთზე მოხტუნავე ბაყაყებს რომ დაინახავენ ბავშვები თუ მოზარდები, აუცილებლად კლავენ, ცოტახანში კი წვიმაც მოდის და ააა... გაიძახით რადგან მოვკალით, იმიტომ გაწვიმდაო :D:D:D.
0 1 7