x
image
K.P.
არქეოლოგებმა ვამპირის სხეული იპოვეს (+ვიდეო)

imageვამპირები ყოველი ადამიანის ცნობიერებაში ასოცირდებიან მითიურ, სისხლისმწოველ არსებებთან. მათ შესახებ ჩვენამდე ბევრმა მითმა და ისტორიამ მოაღწია, თუმცა ამ სისხლისმსმელ არსებებს ფილმმა "Twilight" დიდი პოპულარობა მოუტანა. ადრე თუ ეს სისხლისმსმელი არსებები ყველას შიშს გვრიდა, ფილმის წყალობით ისინი ჩვენს საუკუნეში ბევრისთვის იდუმალ და მიმზიდველ არსებებად იქცნენ.

შუა საუკუნეებში მცხოვრებ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ვამპირები მართლაც არსებობდნენ. სწორედ ამიტომ ისინი ყველა ეჭვმიტანილს სასტიკად უსწორდებოდნენ. image

ამ ყველაფერს კი ადასტურებს დიდ ბრიტანეთში მომხდარი უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენა. მკვლევარები გვიმტკიცებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 550 წლის განმავლობაში. გვამი დაკრძალული იყო იმ რიტუალების დაცვით, როგორც შუა საუკუნეებში ვამპირებს კრძალავდნენ. ამგვარ რიტუალებს სისხლისმსმელებს უტარებდნენ, რათა ის მკვდრეთით არ აღმდგარიყო. სხეული ეკუთვნოდა დაახლოებით 30 წლის მამრობითი სქესის ვამპირს. ჩონჩხი იპოვეს უძველეს ქალაქ "Sauzvell"-ში.

ჯონ ლოკი, არქეოლოგიის სპეციალისტი, გვიამბობს: "ცხადია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ეშინოდა გარდაცვლილის, ეშინოდათ, რომ ის მკვთრეთიდან არ დაბრუნებულიყო. თუ ნაპოვნი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაშინ რატომ სცემდა გარდაცვლილიც კი მოსახლეობას თავზარს?"


0
370
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0