x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გამყალბებლები
image ხელოვნების სამყაროში უამრავი ფული ტრიალებს. ცნობილი მხატვრის სურათები აუქციონებზე მილიონებად იყიდება. ყველაზე ძვირად, დაახლოებით 82, 5 მილიონ აშშ დოლარად, ვინსენტ ვან გოგის პორტრეტი გაიყიდა. ხელოვნების მდიდარი მოყვარულები მზად არიან სურათებში დიდი ფული გადაიხადონ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა მხატვარმა ყალბი სურათების შექმნა გადაწყვიტა. აქ რამდენიმე ყველაზე ცნობილი შემთხვევაა აღწერილი, თუმცა, ყალბისმქმნელების რიცხვი გაცილებიტ მეტია და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ.

image

ვინსეტ ვან გოგის „დოქტორ გაშეს პორტრეტი" 1990 წელს რეკორდულ თანხად გაიყიდა.ექსპერტების აზრით, 100-მდე სურათი, რომელიც, სავარაუდოდ, ვან გოგს ეკუთვნის, შეიძლება ყალბი იყოს. თავის სიცოცხლეში ვან გოგმა მხოლოდ ერთი სურათი გაყიდა, ამასთან მას ჩვევოდა საკუთარი ნამუშევრების ასლების გაკეთბა. ეს ყველაფერი ძალიან ართულებს იმის დადგენას, ესა თუ ის სურათი ორიგინალია თუ მისი ასლი.




მონა ლიზა გაქრა!


ცნობილი შედევრის

თავხედური გატაცება

image

„მონა ლიზას"მოპარვის ფაქტი ხელოვნების ნაწარმოებთა ქურდობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია. წლების განმავლობაში პორტრეტი პარიზის ლუვერის მუზეუმში ეკიდა.

1911 წლის 21 აგვისტოს, მუზეუმის დაკეტვის შემდეგ, „მონა ლიზა" მუზეუმის ერთ-ერთმა მუშამ ჩამოხსნა და სწრაფად გაუჩინარდა.პოლიცია სურათს მთელ საფრანგეში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში, ექვს მდიდარ ამერიკელს დაახლოებით 300-300 ათასი დოლარი დასტყუეს „მონა ლიზას" ასლების სანაცვლოდ, შესაძლოა, ქურდობის ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს იყო.სურათის ასავალ-დასავალი 2 წლის განმავლობაში უცნობი იყო.როცა იპოვეს, ექსპერტებმა ლაქში არსებული ბზარები და სხვა უმცირეცი დეტალები შეამოწმეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს სურათი მართლაც ორიგინალი იყო.

„ის მე დავხატე!"

სურათებით მოვაჭრის გამაოგნებელი განცხადბა ვერმეერთან დაკავშირებით

სურათბით მოვაჭრე, ჰოლანდიელი ჰან ვან მეხერენი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალს ნაცისტებისთვის XVII საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვერმეერი ძვირად შეფასებული სურათის მიყიდვაში დებდნენ. ყველასთვის მოულოდნელად ვან მეხერენმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სურათი თავად დახატა. ამის დასამტკიცებლად მან კიდევ ერთი „ვერმეერის სურათი" შექმნა მოწმეების თვალწინ, რასაც მხოლოდ ორი თვე დასჭირდა.როგორც აღმოჩნდა, ვან მეხერენი სურათებს მრავალი წლის განმავლობაში აყალბებდა.ექსპერტების მოსტყუებლად ის XVII საუკუნის ნამდვილ ტილოებს იყენებდა, საღებავებს კი ძველი პიგმენტების დაკვირვებით შესწავლის საფუძველზე ამზადებდა. ამასტან, მან შეიმუშავა სურათების „დაძველების" მეთოდი რომელიც მათ გამოწვას გულისხმობდა.ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ის ნიჭიერი მხატვარი იყო. მის ყალბ სურათებს ბერი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ვიდრე სიმართლე გაირკვევოდა. საბოლოოდ, სასამართლომ ვან მეხერენს ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდება მოუხსნა, თუმცა ყალბი სურათების შექმნისთვის პატიმრობა მაინც მიუსაჯა.

0
136
11-ს მოსწონს
ავტორი:ლარგო ვინჩი
ლარგო ვინჩი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0