x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვარსკვლავების უცნაური გატაცებები.
imageვარსკვლავებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, თავიანთი სამუშაოს მიღმა, აქვთ სხვადასხვა გატაცებები, რაშიც ისინი დიდ სიამოვნებას იღებენ. მაგალითად: დემი მურს აქვს თოჯინების დიდი კოლექცია, იზაბელა როსელინს კი აქვს შენახული მისი ყოფილი შეყვერებულების ნივთები, მადონა კი დიდი გატაცებით აგროვებს პიკასოს ნახატებს.რაზე ხარჯავენ ფულს ჰოლივუდის ვარსკვლავები და იწვევეს თუ არა მათი გატაცებები გაკვირვებას?

image

ლეონარდო დიკაპრიოს გატაცება არის პოკერი ის ყოველთვის პოულობს დროს პოკერის სათამაშოდ.ლეოს ჰობია აგრეთვე სიმაღლიდან თოკით დაშვება. არავითარი პარაშუტი, ის თვითონ პოულობს ასეთ ადგილებს და სიამოვნებით ეშვება დიდი სიმაღლიდან. მიუხედავად პოლიციის არაერთი გაფრთხილებისა, მსახიობი ასეთ ექსტრემზე უარს არასოდეს ამბობს.

image


სარა ჯესიკა პარკერი ყოველ დილით დარბის ასევე აქტიურადაა დაკავებული იოგით და ცეკვით, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გატაცებაა ველორბოლა.ჰოლივუდში ჭორაობენ, რომ მისი ასეთი კარგი ფიგურა სწორედ ველოსიპედის დამსახურებაა.

image

ჯონი დეპს აქვს უზარმაზარი ღამურების და ხოჭოების კოლექცია.მას აქვს საყვარელი ხოჭოების მაღაზია პარიზში.ასევე მას აქვს ცხოველების ფიტულები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოაქვს.

image

ნიკოლ კიდმანი გიჟდება თვითმფრინავიდან გადმოხტომაზე. ამიტომ როდესაც მას უწევს ფრენა ინსტრუქტორი ცდილობს ზედმეტი ყურადღება მიაქციოს და მარტო არ დატოვოს მსახიობი.ასევე ნიკოლს უყვარს პატარა ისტორიების წერა და ამბობს, რომ როდესმე გამოსცემს მას წიგნად.

image

ტომ ჰენკსს აქვს დიდი კოლექცია ძველი საბეჭდი მანქანების( 200 მანქანა)მისი გატაცება ისეთი ძლიერია, რომ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აუცილებლად მიაქვს ერთ-ერთი რომელიმე.

image

ელტონ ჯონი აგროვებს სათვალეებს უცნაური ჩარჩოებით.მისი სათვალეების კოლექცია ძალიან დიდია და მომღერალი ძალიან დიდ თანხას იხდის ორიგინალურ სათვალეებში.

2
479
9-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
479
  
2013, 15 მაისი, 18:52
კარგი და კარგი.
0 1 2