x
image
worldsport.ge
ჰაინკესი ბუნდესლიგაში მუშაობას აღარ აპირებს

imageმიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ ზაფხულში არა მხოლოდ ბავარიულ კლუბს დატოვებს, არამედ, გერმანიის ბუნდესლიგაში არცერთი გუნდის თავკაცად აღარ იმუშავებს.
“შაბათს, მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” სტუმრად ჩასატარებელი მატჩი ჩემთვის მთავარი მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგაში უკანასკნელი გახდება. როგორი იქნება ჩემი მომავალი? ეს ორი ფინალის შემდეგ გადაწყდება. ალბათ, რაღაც კონკრეტულს ივნისში გერმანიის თასის ფინალის მერე ვიტყვი”, – იუწყება ჰაინკესის სიტყვებს სააგენტო Reuters-ი.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების მერე, 68 წლის ჰაინკესს “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შეცვლის.
სხვათა შორის, ჰაინკესს წელს “ჰეთ-თრიქის” შესრულების შანსი აქვს. გარდა იმისა, რომ მან “ბაიერნს” გერმანიის ჩემპიონობა მოაგებინა, ჩემპიონთა ლიგაში და გერმანიის თასზე გამარჯვების შანსიც აქვს. 25 მაისს, ლიგის ფინალში “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდება, ხოლო 1 ივნისს თასზე ურთიერთობას “შტუტგარტთან” გაარკვევს.


www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0