x
image
კატაპულტი
საუკეთესო გამონათქვამები კაცობრიობაზე
image“ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც გაწითლება შეუძლია.ის ასევე ერთადერთია, რომელსაც ამის საფუძველი აქვს." (მარკ ტვენი)


“კაცობრიობა არის წიგნი, რომელიც ყოველთვის ხელახლა გამოიცემა, თუმცა არ აქვს პერსპექტივა, რომ ოდესმე ბესტსელერი გახდება." (უილიამ ფოლკნერი)


“ადამიანს შეუძლია უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაჩერდება." (ჯორჯ ბერნარდ შოუ)


“როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, უკვე დაღლილი იყო - ამას ამტკიცებს ზოგიერთი". (მარკ ტვენი)



“ადამიანი:არსება, რომელიც იმდენადაა ილუზიებში ჩაფლული, რომ სრულიად ავიწყდება რეალურად რა როგორ უნდა იყოს."(ამბროს ბირსე)


“ადამიანი თავისი არსით გარეული ცხოველია, რომელსაც ჩვენ მოშინაურებულად ვიცნობთ".(არტურ შოპენჰაუერი)


“რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მეტად ვგრძნობ, რომ არაფერია იმაზე დიდი ხელოვნება, ვიდრე კაცობრიობის სიყვარულია".(ვინსენტ ვან გოგი)


“გინდა იცოდე რისგან შედგება კაცობრიობა? იმათგან, ვისაც შენ არ აინტერესებ". (მარტინ კესელი)


“მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობას ერთადერთი მიზანი აქვს: ტანჯვა".(გუსტავ ფლობერი)


“გაუცხოვებული და დამცირებულია არა მხოლოდ ის, ვისაც ლუკმა-პური არ აქვს, არამედ ისიც, ვისაც არანაირი წვლილი არ მიუძღვის კაცობრიობის მიერ გაკეთებულ დიდ კეთილ საქმეებში". (როზა ლუქსემბურგი)


“თავაზიანობა კაცობრიობის ყვავილია.ვისაც თავაზიანობა აკლია, მას ადამიანურობაც აკლია".(ჯოზეფ ჯუბერტი)


“გენიალური ადამიანები იშვიათად არიან მოწესრიგებულნი, მოწერიგებულნი კი იშვიათად გენიალურნი". (ალბერტ აინშტაინი)


“რაც გვჭირდება, ერთი-ორი შეშლილი ადამიანია.შეხედეთ, საით მივყავართ ნორმალურებს".(ჯორჯ ბერნარდ შოუ)


“აზროვნება ყველა ადამიანისათვისა ნებადართული, მაგრამ ბევრი მას არ იყენებს".(კურტ გოტცე)


4
356
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
356
  
2013, 15 მაისი, 10:52
მადლობა
2013, 15 მაისი, 2:35
საინტერესოა :))
2013, 14 მაისი, 14:10
მადლობაა
2013, 14 მაისი, 13:03
ძაან მაგარია
0 1 4