x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ნუკა გვალია მზრუნველი ცოლისა და მეოჯახის ამპლუაში (სიყვარულის ისტორია და პირადი ფოტოკოლექცია)

imageნუკა გვალია პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილე და მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ნუკა უკვე ერთი წელია დაოჯახებულია. imageმისი რჩეული 21 წლის ნიკუშა კობახიძეა. წყვილს 7 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს. ნუკამ ჟურნალ "თბილისელებს" საკუთარი სიყვარულის ისტორია უამბო: "მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. უკვე ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ. ის 21 წლისაა, მე კი 20-ის. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ურთიერთობებში სიახლე აუცილებელია, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ მობეზრდეთ. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. imageმან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა. ის, რომ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს უშლის ხელს აბსურდია. თუ მოინდომებ და საყვარელმა ადამიანებმაც შეგიწყვეს ხელი, ყველაფერს შეძლებ და დაძლევ-ამაში ეჭვი არ მეპარება"

ნუკა შესანიშნავი მეოჯახე და კულინარია. ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს, ქართულსაც და უცხოურსაც. გოგონა საკუთარ თავს სისუფთავის ავადმყოფს ეძახის, სახლში რომელ საათimageზეც არ უნდა მივიდეს, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ დაალაებს ვერ იძინებს.
ნუკა სახლში ერთადერთი დიასახლისია, ნიკუშას დედა კანადაში ცხოვრობს. "მამამთილი ცეცხლს მეძახის. სულ მეუბნება, სწრაფი ხარ დალაგებაშიო. იმიჯით ბევრ რამეს ვერ გაარკვევ. რომ შეხედავ ადამიანს, შეიძლება სულ სხვა რამ იფიქრო, მაგრამ როდესაც გაიცნობ და მიხვალ მასთან სახლში, მერე გეცვლება შთაბეჭდილება"-გვიმტკიცებს ნუკა. imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















5
3509
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
3509
  
2013, 22 ივნისი, 18:58
კარგი გოგოა მაგრამ ნინა ჯობს:):D
2013, 31 მაისი, 11:55
კარგი გოგოა
2013, 25 მაისი, 13:18
ქერა ტმაში სუფთა ეკაა
2013, 16 მაისი, 10:04
უხდება ქერა თმა, და გრძელიც მაგრად უხდებააა :)
2013, 15 მაისი, 3:47
ქერა თმებში უფრო ლამაზია :)
0 1 5