x
image
თეონა ასტამაძე
ძველ დროში მდინარე ამაზონი საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინებოდა
image ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სამხრეთ ამერიკის უდიდესი მდინარე ამაზონი, რომლის სიგრძე ხუთი ათასი კილომეტრია, რაც უდრის მანძილს ნიუ-იორკიდან რომამდე, არა მარტო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინებოდა, როგორც ახლა, არამედ საწინააღმდეგოდაც- კონტინენტის ცენტრისკენ.

image

ამაზონი აღმოსავლეთის მიმართულებით მიედინება, კვეთს კონტინენტს და ატლანტიკის ოკეანეში ჩაედინება. 100 მილიონი წლის წინათ როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები ბინადრობდნენ, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტის გახლეჩვის შედეგად წარმოიშვა ნაპრალი, რის გამოც ამერიკის აღმოსავლეთი ნაპირი ცოტათი ამაღლდა. ამან მდინარე ამაზონი ოკეანიდან კონტინენტის ცენტრისკენ შეაბრუნა. გარკვეული დროის შემდეგ კონტინენტის შუა ნაწილმა ამოიწია, და ამაზონის ნაკადის ერთმა შტომ ატლანტიკის ოკეანისკენ დაიწყო დინება, მეორემ - წარმოქმნის სტადიაში მყოფი ანდებისკენ.

image


ეს უნიკალური აღმოჩენა სრულიად შემთხვევით მოხდა. მეცნიერები მდინარის სიჩქარის გამოკვლევის მიზნით, ატლანტის ოკეანეში ჩამავალი წყლის მინერალურ შემცველობას იკვლევდნენ. ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც აქამდე მხოლოდ კონტინენტის აღმოსავლეთი ნაწილისთვის იყო დამახასიათებელი.

image

"ახალმა აღმოჩენამ დაადასტურა თუ რამდენად განიცადა ცვლილება დედამიწის ქერქმა. აჩვენა რომ წარსულ პერიოდში ამაზონმა სამჯერ შეიცვალა მიმართულება, ანუ გეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, ძალიან მცირე დროში დრენაჟის სამი სტადია გაიარა-" განაცხადა ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყრილობაზე ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა რუსელ მაპსმა . კვლევები გრძელდება და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დედამიწის განვითარების სხვა საიდუმლოებების ახსნასაც შეძლებენ.

4
960
26-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
960
  
2013, 13 მაისი, 16:06
კარგად გადმოსცემ სათქმელს , კარგია ))
2013, 13 მაისი, 15:52
ნამდვილად საინტერესოა))
2013, 13 მაისი, 12:56
საინტერესოა
2013, 13 მაისი, 12:48
საინტერესო სტატიაა:))
0 1 4