x
image
თეონა ასტამაძე
ოქროს კანფეტები - ოქრო კულინარიაში
image მსოფლიოში ყველაზე ძვირი, უჩვეულო კანფეტები შესთავაზეს შვეიცარიის კომპანია "დელაფის" მარკეტოლოგებმა ტკბილეულის მოყვარულებს. ისინი 24 კარატიან ოქროს შემცველ "ქაღალდშია " გახვეული, რომელიც ასევე ძალიან გემრიელია.

ბუნებრივია, ახალი ფოჩიანი კანფეტი საკმაოდ ძვირია.ნაკრებში მხოლოდ 3 კანფეტი დევს, რომელიც 37 დოლარი ღირს.ხოლო 8 შედევრი- 100 დოლარი.

კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ოქრო საჭმელად ვარგისია, ხელს არ უშლის საკვების გადამუშავებას და არ იწვევს ალერგიას.

ოქროს ფხვნილის გამოყენება საკვები პროდუქტების გასაფორმებლად დიდი ხანია მიღებულია სხვადასხვა ქვეყნების კულინარიაში. მაგალითად ყველაზე მეტ ოქროს ინდოეთი მოიხმარს. იქ 12 ტონა ამ ძვირფას ნივთიერებას მიირთმევენ. თავიანთ შედევრებს ოქროთი რთავენ აგრეთვე ცნობილი ფრანგი და იტალიელი კულინარები. იაპონიაში კი ტრადიციის მიხედვით საახალწლო საზეიმო სუფრაზე ოქრონარევი წვენის დალევა მომავალი წლის განმავლობაში წარმატებებს უზრუნველყოფს.


ამერიკულმა ფირმა " ეი ბი სი დისფენსინგ თექნოლოჯიმ" დაიწყო "ფრანგული წყლის" გაყიდვა. კომპანია ირწმუნება, რომ ეს პირველი სასმელი წყალია, რომელიც კოლოიდურ ოქროს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა ართრიტისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

სათამაშოების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია " მარგარეტ სტეიფმა" დაარსების 125 წელთან დაკავშირებით მსოფლიოში ყველაზე ძვირი პლუშის დათუნია გამოუშვა.რბილი სათამაშოს ბეწვი აბრეშუმისა და ოქროს ძაფებითაა დამზადებული.თვალები კი ალმასით საფირონითა და ბრილიანტებითაა გაკეთებული.

1
107
16-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
107
  
2013, 12 მაისი, 22:03
და ეგეთ დათუნიას ბავშვმა რო რამე გაუფუჭოს ხო უნდა მოკლა :D
0 1 1