x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
საუკეთესო ფრაზები ქალების შესახებ
image“ქალი არის ერთადერთი საჩუქარი, რომელიც თავად იფუთება". (ჟან პოლ ბელმონდო)


“ქალის ხასიათი არ აჩვენებს, თუ სად იწყება სიყვარული, არამედ გვანახებს, თუ სად მთავრდება ის".(როზა ლუქსემბურგი)


“ქალი არის თევზი, რომელიც მეთევზეს იჭერს".(მარკ ტვენი)


“ქალები აღვიძებენ ჩვენში სურვილებს, რომ შევქმნათ შედევრები, მაგრამ ხელს გვიშლიან, რომ განვახორციელოთ ისინი".(ოსკარ უაილდი)



“არცერთი კაბა არ უხდება ქალს ისე, როგორც დუმილი"(ხალხური)


“ლამაზი ქალი მოსწონს თვალებს, კარგი ქალი კი - გულს.პირველი ფიზიკური ძვირფასეულობაა, მეორე კი - სულიერი საგანძური". (ნაპოლეონ ბონაპარტე)


“ზოგიერთი მილიონერი თვლის, რომ ქალებს მოაქვთ წარმატება, მაგრამ უმეტესობა მიიჩნევს, რომ წარმატებას მოყავს ქალები".(დენი კაიე)


“ვინც კარგ, გამგებიან და ლამაზ ქალს ეძებს, ეძებს არა ერთ, არამედ სამ ქალს".(ოსკარ უაილდი)


“ქალი მამაკაცისათვის გამოცანაა, რომლის პასუხსაც ის შემდეგ ქალში ეძებს". (ჯეინ მორო)


“ვინც “დიახ"-ს ამბობს ოჯახზე, “დიახ" უნდა თქვას ქალზეც".(ჰელმუტ კოლი)


“საუკეთესო სახელმწიფო და საუკეთესო ქალიიმით შეიცნობა, რომ არცერთ მათგანზე არ ლაპარაკობენ".(ფრიდრიხ შილერი)


“მე ძალიან ვაფასებ, როდესაც ფეხბურთელი ქორწინდება, რადგან ქალზე უკეთესი საწვრთნელი ბაზა არ არსებობს" (ოტო რეჰაგელი)


“არაფერია ქალზე უარესი, მაშინაც კი, თუ ის კარგია".(მენანდრე)


“ქალებს ზოგჯერ ყვითელ ბარათს უჩვენებენ, მაგრამ არა წითელს".(მარჩელო მასტროიანი)


“ქალს დუმილი უნდა შეეძლოს.ქორწინება დუმილის გარეშე იგივეა, რაც ავტომობილი მუხრუჭების გარეშე.(შარლ აზნაური)


0
4330
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
4330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0