x
image
ია გელიტაშვილი
ჩემი წარსული ცხოვრება წამიკითხე და დაგიბრუნდები
ეს ტექსტი ერთ მშვენიერ კინოში მთავარი გმირის დღიურის სათაური იყო.

შენ თუ წაგიკითხეს დაუბრუნდები დავსვი კითხვა

-დავუბრუნდები? ალბათ კი თუმცა.რომ დავუბრუნდე მარტო წარსული ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ

-მარტო წარსულით რატომ?ხომ იქნება მერე მომავალი?


-არაა ის წარსული სულ სხვა იყო და ისეთი მომავალი არასოდეს აღარ იქნება, ჩვენი ბავშვობა და სისულელეები აღარასოდეს დაბრუნდება.ახლა მე ქალი ვარ ის კიდე კაცია მაშინ ბავშვები ვიყავით.წარსული ცხოვრება ვერ დაბრუნდება ასე რომ მეც აღარ დავუბრუნდები.

-მე მაინც მგონია..

-რა, რომ უნდა ვცადო?

-თუნდაც

-ჰაჰაა ჩემო კარგო შენ ისევ ბავშვი ხარ სიყვარული შენ ისევ სიყვარულის გჯერა

-მჯერა

-უნდა გჯეროდეს.შენ ასაკში მეც მჯეროდა

-მერე?

-რაღა მერე მჯეროდა ახლა აღარ მჯერა, გაიზრდები და მიხვდები რა უნდა დაიჯერო და რა არა

-ახლა მითხარი და ცუდს აღარ დავიჯერებ

-არა ბავშვობას ვერ წაგართმევ.მერეც გეყოფა

-მეშინია

-ნუ გეშინია მე არ მეშინოდა.უბრალოდ მჯეროდა და ცხოვრებას მივყვებოდი არაფრის უნდა გეშინოდეს არც გარისკვის.გარისკვაშია მთელი სიამოვნება.30 წლისა მივხვდი ბევრ რამეს 40სა ყველაფერს.

-რას მიხვდი?

-არაფერს არააფერს შენც მიხვდები ცხოვრებამ არ უნდა გამოგიყენოს შენ უნდა გამოიყენო ცხოვრება მაქსიმალურად.არაფერზე თქვა უარი მერე ინანებ.

-შენ ნანობ?

-კი მე ყველაფერს ვნანობ რაც არ გამიკეთებია იმას უფრო ვიდრე უაზროდ გაკეთებულს იმასაც ვნანობ ახლა უაზროდ, რომ ვზივარ არ გავრბივარ და არ ვუბრუნდები წარსულს.

-გაიქეცი

-არაა

-გაიქეცი

-არაა სუუ

-გაიქეცი, გაიქეცი, გაიქეცი...........

image

არ ვიცი შემდეგ რა მოხდა გაიქცა თუ დარჩა ერთფეროვნებასა და სიყალბეში.მე მისი რჩევა გავითვალისწინე და გამოვიქეცი მე გამოვიქეცი.....

8
71
7-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
71
  
2013, 12 მაისი, 19:03
ძალიან დიდი მადლობაა :*
2013, 12 მაისი, 19:02
კიდე უფრო დიდი მოწონება და შექება ჩემგან
2013, 12 მაისი, 18:54
კიი სიტყვები ჩემია ))
2013, 12 მაისი, 18:53
მართლა??? ხო სიტყვები ნაცნობი არარი აშკარად...
2013, 12 მაისი, 18:48
კი კარგი ფილმია მაგრამ ფილმიდან მხოლოდ ფოტო და სათაურია
2013, 12 მაისი, 18:47
უი ნანახი მაქვს ეს ფილმი,ფოტო ვერ ვიცანი უცებ....საოცრად ემოციური ფილმია,ორჯერ მაქვს ნანახი და ორივეჯერ საოცრად ემოციური რეაქციები მქონდა
2013, 12 მაისი, 18:43
notebook ეს ფილმიაა დიდი მადლობაა :*
2013, 12 მაისი, 12:06
ძალინ მომეწონა...ბევრი მოწონება ია:* რომელი ფილმია?
0 1 8