x
image
მაიაცხვედიაშვილი
რა სჭირდებათ ქალებს სინამდვილეში...

imageსინამდვილეში ქალებს სულ ცოტა რამ სჭირდებათ ბედნიერებისათვის.

საჭიროა, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ მას.თუმცა ამავდროულად მისთვის აუცილებელია ახალი ფეხსაცმელები, კაბები, ჩანთები, ლამაზი მეწყვილე, ბილეთები სამოგზაუროდ, 3 ზომის მკერდი, იდეალური ტანის ფორმა, მუდამ სავსე საფულე და მუდმივი ფასდაკლებები მაღაზიებში.ასევე ისეთი გენეტიკა, რომ შეეძლოთ იმდენის ჭამა, რამდენიც სურთ და ამავდროულად სიგამხდრის შენარჩუნება.თანაც ისე, რომ სპორტით არ დაკავდეს, ეძინოს იმდენი, რამდენიც სურს და სამსახურის გარეშე ერიცხებოდეს მუდამ ხელფასი.ყინვაში ცხვირი არ უნდა უწითლდებოდეთ და მუდმივად ლამაზად უნდა გამოიყურებოდნენ.ანგარიში არასდროს არ უნდა უმთავრდებოდეთ ტელეფონზე.სახლი თავისით უნდა ლაგდებოდეს, საჭმელიც თავისით კეთდებოდეს და ჭურჭელიც თვითონვე ირეცხებოდეს.აუცილებელია, ფოტოებზე ყოველთვის კარგად გამოვიდეს და ყოველ დილით თმამოწესრიგებულმა, მაკიაჟიანადვე გაიღვიძოს.


პრინციპში მეტი არაფერი, სულ ესაა, რაც ქალებს სჭირდებათ ბედნიერებისათვის...

0
106
10-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0