x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სადღეგრძელოები სიყვარულზე

image
სადღეგრძელოები!!








ვისაც წყალი არ დაულევია,
იმისთვის წყალი უბრალოდ უფერული სითხეა,
ვისაც არ ჰყვარებია იმას - არც უმღერია,
ვისაც არ სტკენია მას - სიხარულის გაგება გაუჭირდება,
ვინც არ მომკვდარა მან - სიცოცხლის ფასი არ იცის.
მოდით ჩვენ შეუფასებელ სიცოცხლეს გაუმარჯოს...!


***

იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელშიც შენს სახეს ხედავ
მორცხვად გიყურებს და კოცნას ვერ ბედავ,
ლამაზი მზერით შენს გულს რომ განაგებს,
კაშკაშებს, ციმციმებს, ქვეყანას ანათებს.

გაუმარჯოს თვალებს, რომელიც სიცოცხლეს გაძლევს,
შენი სიყვარულით სიკვდილს რომ დაძლევს,
როდესაც ჩახედავ ჩაწვდები სიმაღლეს ალვის,
შიგ დაინახავ სილამაზეს ათას წელს განვლილს


***

იმ, წვიმის წვეთს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დაენარცხება დედამიწაზე და მაინც მოდის.
იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დადნება და მაინც მოდის ციდან.
იმ, ვარდს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დაჟკნება და მაინც ხარობს…
და იმ ბულბულს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ მოკვდება და მაინც გალობს….
მარადიულ სიყვარულს გაუმარჯოს...


***

ცრემლს, თვალზე მომდგარს, გაუმარჯოს!
ვაჟკაცის ტუჩებით შეკავებულს.
სიყვარულს, უთქმელს, გაუმარჯოს!
თვალს რომ ვერ უსწორებ შეყვარებულს.
გრძნობას, დიდებულს, გაუმარჯოს!
რომ ვერ გაუბედავ ახსნას.
მტირალა კაცს გაუმარჯოს!
ცრემლი რომ დაახრჩობს ვაჟკაცს.
გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს!
დატანჯულ სიყვარულს მარადს...!


***

მოდით, იმ უცნაურ მიზეზებს გაუმარჯოს,
ჩვენი გონების განუკითხავად
ხიზანივით რომ გვახეტიალებს უცხო ქუჩებში!
და გაუმარჯოს იმ ღრმა ტკივილებს,
რასაც ვესწრაფვით და ვეურჩებით.
მოდით, ამქვეყნად
ლამაზ მიზეზებს გაუმარჯოს...!

1
1672
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1672
  
0 1 1