x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სანდრას მოსაზრება
image

დღეს გაზეთებს ვათვალიერებდი, შემთხვევით აღმოვაჩინე 2012 წლის იანვრის ერთერთი გაზეთი, სადაც მოყვანილი იყო სანდრა რულოვსის ინტერვუდან ამონარიდი, რომელიც იმავე წლის დანიურ გაზეთს მისცა. სტატიის სათაურია "Georgia on His Mind - George Soros's Potemkin Revolution by Amb. Richard Carlos".

სანდრა რულოვსი - "საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს... ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი.

პასუხიმგებლობის გრძნობა ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინცობაა მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემალური თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ"...


მგონი კომენტარის გაკეთება ზედმეტია, ამ ციტატაში თავისი სახე სრულად გამოავლინა.

19
12220
12-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
12220
  
2013, 30 აგვისტო, 23:26
პირველმა ლედიმ ბევრი გააკეთა და თან კამერების გარეშე.მე მამა გადამირჩინა.ასე რომ მიაყენეთ
2013, 5 აგვისტო, 21:01
ბართლომე,დედას გაფიცებ,აგვიხსენი,მაინც რა გააკეთა ამ ''პირველმა ლედიმ'' საქართველოსთვის,ქართველი ხალხისთვის? თუ ქალბატონ სანდრას მისი ბარკლებით აფასებ,არ დაგვიმალო,თორემ გვეწყინება :)
2013, 5 აგვისტო, 10:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 13 მაისი, 13:51
მერე ვინ ამბობს რომ არ არის 2004წელს გამოქვეყნებული. თუ კარგად წაიკითხეთ შესავალი იქ მიწერია, რომ ეს ამონარიდი სტატიიდან წავიკითხე 2012წელს გამოშვებულ ერთერთ გაზეთში, იქ იყო ეს ამონარიდი დაბეჭდილი. მიკერძოებას რაც შეეხება ამაზე ნაკლები შეურაცყოფა არ აქ მიყენებული უცხოურ პრესაში სანდრას. მე არ მითარგმნია ეს სტატია.
2013, 13 მაისი, 13:41
სტატია 2004 წელს არის გამოქვეყნებული და თარგმანიც მიკერძოებულია. მგონია, რომ ეს შემთხვევითი შეცდომები არ არის.
აი, ლინკი:
http://www.defenddemocracy.org/media-hit/georgia-on-his-mind-george-soross-potemkin-revolution/
2013, 12 მაისი, 14:16
ასეა ეს, თუმცა, ვისაც როგორ უნდა ისე გებულობს ამას.
2013, 12 მაისი, 13:44
ჰოლანდიაში სრული დემოკრატიაა!!!თუ ეშენია იქ ხალხს ხელისუფლების??? ინტერვიუდან ჩანს,რომ სანდრას მოსწონს ტოტალური დიქტატურა , რომელიც ეს ბოლო წლები ხორციელდებოდა ჩენს ქვეყანაში. რაც შეეხება --ექსტრემალურ თვისებებზე და ქმედებებზე სახელმწიფოში და მის პირად ცხოვრებაში ის თვალებს ხუჭავს ,რასაც ყველა დიქტატორის ცოლი აკეთებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
2013, 12 მაისი, 13:26
ANNIE
სანდრამ არ იცის რომ პოლიტიკა მხოლოდ ტრადიცია არ არის და საზოგადოებაში ევოლუცია მიმდინარეობს.
2013, 11 მაისი, 23:53
ვისთვის როგორ.
2013, 11 მაისი, 23:48
პირველი ნაწილი ძალიან საინტერესოა... მეორე ნაწილი კონტექსტიდან ამოგდებულია და ჩასმულია ისე, როგორც ეს დაგეგმა სტატიის ავტორმა. როგორიც არ უნდა იყოს მიშა, სანდრასთანა პირველი ლედი ჩვენ არ გვყოლია...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10