x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508581
როგორ დავაინტრიგოთ ქალი მიმოწერით
imageთანამედროვე ცხოვრების გიჟური ტემპიდან გამომდინარე ახალგაზრდა აქტიურ მამაკაცს ძალიან ცოტა დრო რჩება პირადი ცხოვრებისათვის. სწორედ ასეთ სიტუაციაში გიშველით ყველასთვის საყვარელი ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი. სოციალურ ქსელში შესვლისთანავე იბადება კითხვები: როგორ დავიწყყოთ ურთიერთობა? რითი დავაინტერესოთ? ბოლოს და ბოლოს რა მივწეროთ?


ინსტრუქცია


1)ეცადეთ თავი აარიდოთ შაბლონებს. ნუ გამოიყენებთ სულელურ კითხვებს, მაგალითად "როგორ ხარ?", "რას აკეთებ?", "სად ცხოვრობ?" და ა.შ. ასევე ნუ მიწერთ ბანალურ კომპლიმენტს "ძალიან ლამაზი ხარ", "ძალიან მომეწონე". პირველი სმს უნდა იყოს ორიგინალური, საინტერესო და ყველასგან გამორჩეული, გოგონა მაშინვე უნდა მიხვდეს, რომ შენთან საინტერესო საუბრის გაბმა შეიძლება.


2)მეტი იუმორი და პოზიტივი. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ნებისმიერი სახის პრობლემის თემას, თორემ მძიმე ხასიათის პიროვნების შთაბეჭდილებას დატოვებთ.



3)რა თქმა უნდა თქვენ ერუდირებული ადამიანი უნდა იყოთ, უნდა ფლობდეთ საუბრის კულტურას და უნდა გქონდეთ კარგი ლექსიკური მარაგი. დაწერეთ ადეკვატური შეფასებები, დაივიწყეთ ეგოიზმი. ფრაზები "აი მე მაგალითად..." ჯობია იქამდე შეინახოთ სანამ თვითონ არ გკითხავთ.


4)ერთმნიშვნელოვნად არ უნდა დაიწყოთ თავის ქება: რა საყვარელი ხართ, როგორი მაგარი მანქანა გყავთ და ა.შ. ქალების უმეტესობაზე ეს ხერხი არ მუშაობს. მიმოწერას გამოაცოცხლებს იგივე იუმორი, ან რადიკალური და მოულოდნელი ცვლილებები.


5)ერთი სიტყვით ინტერნეტში ქალის დაინტერესება სხვადასხვა ხერხებით შეიძლება, მთავარია ურთიერთობა ორივესთვის სასიამოვნო იყოს.

0
1938
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0