x
image
ია გელიტაშვილი
დაბრუნდებიან დაიმახსოვრეს
-გაიღვიძე, გაიღვიძე

გაიღვიძა..

-რატომ გამაღვიძე?

-მინდა გიყურო


-მძინარეს ვერ მიყურებდი?უფრო რომანტიულია ჰაჰაჰა

-მინდა შენც მიყურო

-გიყურებ

-ვიცი მიყვარხარ

-მერეე რააა, მეც მიყვარხარ

-სუ, ჩუმათ უნდა გიყურო, დაგიმახსოვრო

-ამისთვის საკმარისი დრო გვექნება, ახლა დავიძინოთ

-არასოდეს არაა საკმარისი დრო

-უცნაური ხარ რა გჭირს დღეს??

-არაფერი მინდა დაგიმახსოვრო..

-ხვალ ან ერთი საათის მერე დამიმახსოვრე ახლა დამაძინე და მერე მიმახსოვრე

-სულელი ხარ

-ხო კაი, გელოდები დამიმახსოვრე

-აღარ მინდა დაიძინე..

-დავიძინებ.

გაიცინა და გადაბრუნდა, არავინ აღარ გააღვიძა თვითონ გაეღვიძა..

image

დაგიმახსოვრე, დამიმახსოვრა?სად ხარ?

გადაბრუნდი და დაიძინე.

წავიდა, წავიდა?

სად მიდიოდა? არ ვიცი...

გაეკიდა ვერ დაეწია დრო არასოდესაა საკმარისი.

ნუ მარიგებ ჭკვას რამე გითხრა?

თუ გაინტერესებდა სად წავიდოდა არ დაიძინებდი...

შევიდა ოთახში, კარი მიხურა, საწოლზე დაჯდა, ფანჯარას გახედა, ბალიშზე დადო თავი და გული დაიმშვიდა დამიმახსოვრა ანუ დაბრუნდება... ჰაჰჰააა

მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა სწორედ იმიტომ, რომ დაიმახსოვრა..

ისე როგორც შენ

ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.ცხოვრება გრძელდება და ესეც აგრძელებს ცხოვრებას, უყურადღებო და ცივი იყო სწორედ ამიტომ იმახსოვრებდნენ და მერე მიდიოდნენ და მიდიოდნენ, ესეც ინუგეშებდა თავს..

დაბრუნდებიან, დამიმახსოვრეს........image

1
16
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
16
  
2014, 15 აპრილი, 1:31
ლამაზია..
:))
0 1 1