x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ შუშანაშვილი გაათავისუფლეს

image- ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ შუშანაშვილი, იგივე „კახა რუსთავსკი“ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული გამოცემა იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, შუშანაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ საკმარისი სამხილის მოგროვება ვერ შეძლო. გამოცემისვე ცნობით შუშანაშვილი 3 მაისს გაათავისუფლეს სარაგოსას ციხიდან, სწორედ იმ დღეს, როდესაც მისი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა. ფორმალურად შუშანაშვილი 50 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ 40 წლის კახაბერ შუშანაშვილი, რომელსაც ესპანური მედია ქართულ-რუსული მაფიის მსხვილ ავტორიტეტად მოიხსენიებს, ესპანეთის პოლიციამ 2010 წელს ბარსელონაში დააკავა. პოლიციის განცხადებით, შუშანაშვილი ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს კურირებდა.

1
547
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
547
  
2013, 8 მაისი, 18:50
რამდენს აგროვებ ხოლმე მე როცა დაბლოკილი ვარ.ყოჩაღ.D;
0 1 1