x
image
ია გელიტაშვილი
სათაურიც ვერ მოიფიქრა
საერთოდ, რომ ვერ წერ და ვერ კითხულობ აი მაგ ეტაპს რა ჰქვია?

ფიქრებით სხვაგან ხარ და ისე სახლში ტელევიზორის წინ.გეუბნებიან ჩანგალი მოგვაწოდეო და დანას აწოდებ.კითხვას გისვამენ, ვერ იგებ, მერე დუმილი, კიდევ დაგისვეს ოღონდ ეს მერე გადმოცემით გაიგე, რომ დაგისვეს..

უაზრო პასუხები, ჩაქნეული ხელი, დუმილი, სიჩუმე, სიწყნარე, მარტოობა, ფიქრი...მუსიკაც წყნარი, ჩუმი.საყიდლებზე გაგიშვეს, 3ჯერ გაუშვი სამარშუტო ტაქსი, არ განაღვლებს მოვა მეოთხეც.

ტელეფონს ხელში სწრაფად ათამაშებ და როცა მესიჯი მოვა გული "გიფანცქალებს" ნახვას აჭიანურებ, ნახავ და იმედი გიცრუვდება.თუმცა რა ჯობია ნახვის მოლოდინს, ათასგვარი ფიქრებით გაქვს გონება გამოტენილი უამრავ გზავნილს იღებ გონებაში, კითხულობ გონებაში და პასუხსაც გონებით უბრუნებ....


ხსნი ტელეფონს:მოგესალმებით თქვენი ბალანსი ამოწურულია.............

დაგემსხვრა მესიჯი, გადააგდე ტელეფონი და ისევ ბალიშზე დადე თავი.

ჩანგალი მომაწოდე და შენ ისევ დანა მიაწოდე imageimage

2
28
3-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
28
  
2013, 7 მაისი, 13:14
უფ,მძიმე სურათია:) მაგრამ სასიამოვნო:)
0 1 2