x
image
კატაპულტი
საქართველო საფრთხეშია

imageსაქართველოს პარლამენტის 2 მაისის პლენარულ სხდომაზე უნდა განხილულიყო კანონპროექტი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, თუმცა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული მწვავე დებატების გამო, იგი გადაიდო და სავარაუდოდ, 15 მაისს განიხილება. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს თემა აქტიური განსჯის საგანი გახდა. საქმე ეხება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის პასუხისმგებლობას. არსებული კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შემსვლელი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, ხოლო, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, კანონში ცვლილება გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში დაწესდეს ადმინისტრაციული ჯარიმა, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე კვლავ დარჩეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი; ასევე, საზღვრის გადმოკვეთაზე ნებართვა უნდა გაიცეს საქართველოს მთავრობის მიერ, ეს შეიძლება მოხდეს როგორც საზღვრის გადმოკვეთამდე, ასევე ამ ქმედების შემდეგაც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ამგვარი ცვლილება ხელს შეუწყობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ურთიერთობების აღდგენას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს დაანახებს ჩვენი ქვეყნის ჰუმანურობას ისე, რომ არ დაკარგავს თავის პრინციპებს.

მოსალოდნელი ცვლილებები მართლაც რომ ჰუმანურია და ხელს შეუწყობს საზოგადოების დაახლოებას, მაგრამ რამდენად პრინციპულია მაშინ, როდესაც ქართული ტერიტორიებისაკენ დღითიდღე მოიწევს ოკუპანტი? როდესაც საქართველოს მოქალაქე იძინებს საკუთარ სახლში და მეორე დილით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღვიძებს, მისი სახლის გარშემო მავთულხლართებით? როდესაც ვამბობთ, რომ არ ვერჩით მშვიდობიან მოსახლეობას, “მერე რა თუ ფეხი გადმოუცდა", და ამ დროს ჯონჯოლის საკრეფად წასულ ქართული სოფლების მკვიდრებს ოკუპანტები იტაცებენ, განა ჩვენი მოსახლეობა ჯონჯოლის კრეფით აპირებდა ძალისმიერად აეღო ცხინვალი?! ვფიქრობ, ეს ნამდვილად არაა პრინციპულობა, როცა შენ გიკრძალავენ რაღაცას და საპასუხოდ, შენ იგივე აკრძალვისთვის მსუბუქ ფორმებს სთავაზობ მას.


გთხოვთ, “მოწონება"-“არმოწონებით" დააფიქსიროთ თქვენი აზრი!

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0