x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"საიდუმლო სერობის საიდუმლო"

ყველა ეპოქა თავისებურად ასახავს საიდუმლო სერობის სიუჟეტს. შუა
საუკუნეების ოსტატი მინიმალური ხერხებით გადმოსცემს შინაარსს. მაშინ როდესაც რენესანსის ეპოქის მხატვარი ცდილობს წარმოადგინოს მომხდარი მოვლენა და მასში მონაწილე პერსონაჟები რეალურ ადამიანებად წარმოსახოს.
ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარილეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ მაგიდის ერთ მხარეს მჯდომ ქრისტესა და მოციქულებს წარმოგვიდგენს. მოქმედება
ოთახში ვითარდება. მნახველს იმგვარი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს თავად ამ ოთახში მაგიდის პირისპირ დგას და უშუალოდ აკვირდება პერსონაჯებს.
კომპოზიცია ისეა აგებული რომ, ქრისტეს თორმეტი მოწაფე სამკაციან ჯგუფს ქმნიან. ისინი ძალზე ცოცხალ, ბუნებრივ მოძრაობაში არიან გადმოცემული. ლეონარდომ კონკრეტული მომენტი გამოსახა, როდესაც ქრისტეს უკვე ნათქვამი აქვს - ერთი თქვენგანი გამცემსო. მხატვარი ამ სიტყვებზე ქრისტეს მოწაფეების რეაქციას ასახავს. მას აინტერესებს თითოეული მოწაფის, როგორც ადამიანის, საპასუხო რეაქცია, ემოცია მაცხოვრის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე. ამას კი მხატვარი სხვადასხვა მოძრაობით, ჟესტებით გამოსახავს. ცნობილია, რომ ლეონარდო დაინტერესებული იყო „ჟესტების ენით“. იგი ამბობდა: „ადამიანის ჟესტები ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი აზრების დინება“.
საიდუმლო სერობა. უბისას მხატვრობა,  მე-14 საუკუნე


ადამიანისადმი, მისი გრძნობების, განცდებისა თუ ხასიათისადმი განსაკუთრებული ინტერესი რენესანსის ეპოქაში ჩნდება და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ლეონარდო და ვინჩის მიერ მოციქულთა ემოციურ პოზებში გამოსახვას. ამგვარად აისახება რენესანსის ეპოქისათვის დამახასიათებელი ერთი ნიშანი ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“.
ჯოტო. საიდუმლო სერობა. 1305-1306 წწ



ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ ისტორია.


ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ მილანის სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზო აღმოსავლეთ კედელს ამკობს. ლეონარდომ აქ ტექნიკური ექსპერიმენტი ჩაატარა და ფრესკის შექმნისას ერთდროულად გამოიყენა ზეთისა და ტემპერის საღებავები. ამის გამო ფრესკა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დაზიანდა და დაიწყო ჩამოცვენა. ამ შედევრს ბევრჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა უშედეგოდ. ნამუშევარი დღესაც ზიანდება და იგი რესტავრატორების მუდმივი მეთვალყურეობის და მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.


”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვურა: - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! - კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს. - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...
ანდრეა დელ კასტანიო. 1555 წელი

მეორე მსოფლიო ომის დროს ფრესკა სასწაულებრივად გადარჩა. სატრაპეზოს ბომბი მოხვდა და თითქმის მთლიანად დაინგრა.
მხოლოდ ფრესკით შემკული კედელი დაიფარა განგებამ.

2
3521
8-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
3521
  
2013, 5 მაისი, 23:32
მადლობა :)
2013, 5 მაისი, 23:24
საინტერესო სტატიაა.
0 1 2