x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავზე
image
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა ხდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ყოველ წლიწადს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, შაბათს.

ორი ათასი წლის განმავლობაში, ქრისტიანები, რომლებიც ამ დიდებულ დღესასწაულს ხვდებიან მაცხოვრის საფლავზე, მოწმენი ხდებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის.

იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარი-ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქრისტეს ჯვარცმის ადგილს გოლგოთის მთაზე; როტუნდას-არქიტექტურულ სტრუქტურას უზარმაზარი გუმბათით; სამლოცველოს-რომელიც მდებარეობს იმ მღვიმის თავზე, სადაც იყო დასვენებული იესო ქრისტეს სხეული; საკათედრო ტაძარს იერუსალიმის პატრიარქისას; მიწისქვეშა ტაძარს; წმინდა ელენეს სახელობის ტაძარს და რამდენიმე პატარა სამლოცველს. მაცხოვრის საფლავის ტაძრის ტერიტორიაზე არის რამოდენიმე მოქმედი მონასტერი, რომელიც მოიცავს ბევრ დამხმარე ნაგებობებს, გალერეას და ასე შემდეგ...

მთელი ქრისტიანობის არსებობის განმავლობაში ამ სასწაულის მოწმენი ხდებიან არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ კათოლიკები, გრიგორიანელები და სხვა ქრისტიანობის მიმდევრები.


მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველდ წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტონიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრირქი ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

დაახლოებით ქრისტეს აღდგომამდე ერთი დღით ადრე იწყება საეკლესიო ცერემონიალი. იმისათვის, რომ ეს სასწაული იხილონ, მაცხოვრის საფლავთან ხალხი უკვე გროვდება წითელი პარასკევიდან.

შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან აქრობენ ყველა სანთელს და კანდელს.

ზეთით სავსე კანდელს, ოღონდ ჩამქრალს დებენ მაცხოვრის საფლავთან.

დაახლოებით 13 საათზე იწყება ლიტონიობა. პატრიარქი შედის ტაძარში. ამ დროს ტაძრის სხვადასხვა მხრიდან სინათლის სხივები კრთის. მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის და ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ და პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. თავიდან ეს ცეცხლი არ არის მხურვალე და იგი ხელს არ წვავს.

მოგვიანებით კი ზეციური ცეცხლით მთელს იერუსალიმში ანთებენ სანთლებს და კანდელებს. საქართველოდან წასულ წარმომადგენლებსაც ჩამოაქვთ ეს წმინდა ცეცხლი. წმინდა ცეცხლს მომლოცველები გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ საქართველოში.

ზეციური ცეცხლი ყველასთვის ხელმისაწვდომია.imageimageimageimageimageimage

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

3
1915
12-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1915
  
2013, 5 მაისი, 10:58
უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს.... მისმა მადლმა და ძალამ გააძლიეროს და გააერთიანოს
2013, 4 მაისი, 14:46
ამინ!
2013, 4 მაისი, 14:35
მისი მადლი და ძალა იყოს სრულიად ქვეყნის მფარველი გილოცავთ ყველას
0 1 3