x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იმ ღამეს
image

როცა ჩვენში გრძნობა გაქრა,

მე იმ ღამეს მოვკვდი უცებ.

წამს გამისხლტა ოცნებები


და დამენგრა მე მიზნები.

რაც დრო გადის ეს ტკივილი,

მით ყუჩდება, არ ურჩდება.

ალბათ, ალი ამ გრძნობისა,

იყო ნელი და ფუჭდება.

როცა ჩვენში მოკვდა გრძნობა,

მე იმ ღამეს მოვკვდი უმალ.

და წარსული რაც გვაერთებს,

იყოს შენი და ალალი.

მე იმ ღამეს მოვკვდი ქვითინს,

გადავრიე ჩემი სული.

მწუხარება უკუვაგდე

და ვალხინე ნატანჯ გული.

როცა ჩვენში გრძნობა გაქრა,

მე იმ ღამეს მოვკვდი თითქოს.

სიყვარული, ლხენა, მღერა,

ასე უცებ წარსულ იყოს.

თუმც, ველოდი მე ტანჯვასა,

არ დავუთმე სული ავსა.

გულს მივანდე მე სილაღე,

ქმნა სითბოსი და კარგისა.

თამო ჯიქია

01-05-2013

0
113
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0