x
image
კატაპულტი
დაპირისპირება ისლამსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის

imageისლამისტებისათვის დასავლეთის სამყარო მორალური პრინციპების დამრღვევია.ხშირ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხოლოდ საკუთარი ინტერესების დამცველად გვევლინებიან, სწორედ ეს იწვევს ისლამური სამყაროს გაღიზიანებას.განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა ამ ორ მხარეს შორის აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რასაც ავღანეთისა და ერაყის ომები მოჰყვა, ბოლო არ უჩანს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას, ხოლო ირანის ატომურმა პროგრამამ ისლამურ სამყაროსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაამძიმა.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ექსპერტი სულაც არ თვლის ამ დაპირისპირებას ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებულ პრობლემად, რადგან დასავლეთის ქვეყნებში 20 მილიონამდე ისლამისტი ცხოვრობს და როდესაც “დასავლეთზე" ვსაუბრობთ, ეს 20 მილიონი ადამიანიც მოისაზრება მათ შორის, ანუ არაქრისტიანებიც.საქმე ისაა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლებს აწარმოებენ ექსტრემისტი ისლამისტები, სხვა მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ქვეყნები და არაბული სამყარო მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაში არიან, ნავთობის ძირითადი მიმწოდებელი ევროპისა და აშშ-სათვის სწორედ ისლამური ქვეყნებია, მაგრამ ექსტრემისტებთან საბრძოლველად (ან უბრალოდ ამ მიზეზით) დასავლეთი იძულებულია დარტყმები მიაყენოს მის საფუძველს, წარმომშობ ქვეყნებს.აქედან გამომდინარე, ისლამის მიმდევარი ექსტრემისტები თვლიან, რომ აშშ და ევროპა ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებენ მათ ქვეყნებში.ამგვარად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ “დაპირისპირება ისლამსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის" ხელოვნურად შექმნილი ფრაზაა, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ ექსტრემისტულ ბრძოლებში ჩათრეულ იქნას მთელი ისლამური სამყარო და ეს მიზანი მეტად სახიფათოა.როგორც ისლამი, ასევე ქრისტიანობა, ორივე ადამიანთა სიყვარულს, მათ უფლებებს, სამართლიანობასა და თანასწორობას ქადაგებს.ამდენად ბრძოლა ამ ორ რელიგიას შორის არასწორია და პოლიტიკაა მის უკან ამოფარებული, მიიჩნევენ ექსპერტები.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0