x
image
worldsport.ge
საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე გამოვა

image ქართული სპორტული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ჩატარებულ რიგგარეშე სესიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთსულოვნად მიიღეს.
სესიის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ რუსული ოლიმპიადა იყო და ვიდრე საქმე კენჭისყრამდე მივიდოდა, სეოკ-ის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის რამდენიმე სახეობის ხელმძღვანელებმა ტრიბუნიდან დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები. ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა გაემიჯნოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაერთვათ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შანსი.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის განცხადებით, ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისთვის წერტილის დასმა სეოკ-მა ბოლო მომენტამდე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაწელა, რომ ყველა ოპონენტის აზრი მოესმინა და საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული დეტალის გათვალისწინების შემდეგ მიეღო. შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საბოლოო პასუხის დაფიქსირების ვადა 7 მაისს იწურება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0